6 აგვისტოს სატრანსფერო ზონა
Aa
Aa

6 აგვისტოს სატრანსფერო ზონა

Crystalsport-ი წარმოგიდგენთ 6 აგვისტოს სატრანსფერო ზონას.

***
ბრიტანული Sunday Express-ის ცნობით, გარეთ ბეილის შეძენის სურვილს ლონდონის „ჩელსიც“გამოთქვამს.
„არისტოკრატები“ მზად არიან, რომ მადრიდელებთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ და მათ 90 მილიონ ფუნტიანი შეთავაზება გაუკეთონ.
ცნობილი ამბავია, რომ ბეილის შეძენის მთავარ მსურველად „მანჩესტერ იუნაიტედი“ ითვლება.  
უნდა აღინიშნოს, რომ „რეალი“ უელსელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ ისინი მბაპესთან შეთანხმებას მიაღწევენ.
***
The Sun-ის ცნობით, მიუნხენის „ბაიერნი“ ლონდონის „ტოტენჰემის“ საყრდენი ნახევარმცველის ერიკ დაიერის შეძენას შეეცდება.
როგორც ვიცით, „რეკორდმაისტერის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო არტურო ვიდალმა. ამ ფაქტის გათვალისწინებით მიუნხენელები მის შემცვლელს აქტიურად ეძებენ.
23 წლის ინგლისელის შეძენას, უკვე ცდილობა „მანჩეტსერ იუნიატედი“, თუმცა „დეზებმა“ კონკურენტ გუნდში თავიანთი მოთამაშის გაშვება არ მოისურვეს.
„ბაიერნს“ კი იმედი აქვს, რომ მოლაპრაკებები წარმატებით წარიმართება. გერმანელთა შეთავაზება 50 მილიონ ფუნტს შეადგენს.
***
The Sun-ის მტკიცებით, „ევერტონი“ „ბარსელონას“ ბელგიელი უკანახაზელის ტომას ვერმალენის შეძენით ინტერესდება.
„კანფეტების“ ჰოლანდიელი თავკაცი რონალდ კუმანი, დაცვის თამაშით კმაყოფილი არ არის და გამოცდილი ვერმალენით სწორედ ამიტომ დაინტერესდა.
თავის მხრივ, „ბარსა“ ბელგიელის გაშვების წინააღმდეგი არ გახლავთ. თუ, კატალონიელები ოფიციალურ წინადადებას მიიღებენ, სავარაუდოდ ტრანსფერი შედგება.
***
ესპანური პრესის ცნობით, „ბარსელონამ“ ინიგო მარტინესის ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმა.
ფეხბურთელის წარდგენას ოთხშაბათს ვარაუდობენ. ბასკი ცენტრალური მცველი „ბლაუგრანას“ 32 მილიონი ევრო დაუჯდება.
26 წლის მარტინესი, ერნესტო ვალვერდეს მოთხოვნით იქნა შეძენილი. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, კატალონიელთა ახალი თავკაცი პიკე-უმტიტის დუეტით ბოლომდე მოხიბლული
ვერ დარჩა და მათთვის ძლიერი კონკურენტის მოყვანა გადაწყვიტა.
***
Calciomercato-ს ცნობით, ფლორენციის „ფიორენტინას“ „პსჟ“-ს ესპანელი გარემარბის ხესეს გადაბირება სურს.
ესპანელმა ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარის წესით „ლას პალმასში“ გაატარა და ამ ზაფხულში პარიზში დაბრუნდა.
ფლორენციელები ხესეს სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს იხდიან. ჯერჯერბით პარიზელთა პოზიცია უცნობია, თუმცა ერთი რამ კი ფაქტია - ფრანგულ გუნდში, ხესეს სათამაშო დრო არც ამჯერად ექნება.
***
The Mirror-ის ცნობით, „ევერტონი“ ლონდონის „არსენალის“ ინგლისელი ფორვარდის დენი უელბეკის შეძენას ცდილობს.
რონალდ კუმანის გუნდი „მეთოფეთა“ ფრანგ ფორვარდ ოლივიე ჟირუსთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. თუ, ლივერპულელები ფრანგის დაყოლიებას ვერ მოახერხებენ, მზად არიან უელბეკის სანაცვლოდ 30 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.
მას მერე, რაც „არსენალმა“ ალექსანდრ ლაკაზეტი შეიძინა, ყველა ხვდება, რომ ძირითადი შემადგენლობის ფორვარდი სწორედ ის იქნება. ამ ფაქტის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული, რომ ჟირუმ ან უელბეკმა გუნდი დატოვონ. შესაძლოა, ეს ორივე მათგანმაც გააკეთოს.
***
ნეიმარის გაყიდვამდე და გაყიდვის შემდეგაც, „ბარსელონა“ ამ ზაფხულს ყურადღების ცენტრში რჩება.
კატალონიელები ელ კლასიკომდე შემაგდენლობის გვარიანად გაძლიერებას გეგმავენ. როგორც Sport-ი წერს, „ლივერპულმა“ კოუტინიოს გაშვებაზე თანხმობა განაცხადა.
„მერსისაიდელები“ ბრაზილიელიეს სანაცვლოდ 100 მილიონზე მეტს მიიღებენ და ბრაზილიელი "ბარსას" შეუერთდება.
კვირის დასაწყისში, „ბლაუგრანას“ მხრიდან 2 ტრანსფერის გაოფიცილურებას ელოდებიან. ინიგო მარტინესი და ფელიპე კოუტინიო - მათ „კამპ ნოუმდე“ ერთი ნაბიჯი აშორებთ.
ვინ იქნება აგვიტოში მე-3 ახალწვეული? აქამდე, უსმან დემბელეს კანდიდატურა ფავორიტი იყო, თუმცა ბოლო დღეებში პაულო დიბალას თემა კვლავ აქტუალური გახდა.
„იუვენტუსი“ არგენტინელს 120 მილიონ ევროდ აფასებს. „ბარსას“ კი არ უნდა, რომ ამხელა თანხა გადაიადოს და ტურინელებს ახალი წინადადებით მიმართავენ. კერძოდ, „ბებერ ქალბატონს“ სოლიდურ თანხასთან ერთად ანდრე გომეშსა და რაფინიას შესთავაზებენ.
უსმან დემებელეს სანაცვლოდ კატალონიელებმა 100 მილიონი ევრო უკვე გამოყვეს, თუმცა „დორტმუნდის ბორუსიამ“ მოლაპარაკებების გაწელვა გადაწყვიტა და განაცხადა, რომ დემბელე გაცილებით ძვირი ღირს.
უახლოეს დღეებში ბევრი რამ გაირკვევა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები