ემილიანო მარტინესი
Aa
Aa

„პროვოკატორი და საძულველი არგენტინელი“ - ფრანგულმა გამოცემებმა მარტინესი გააკრიტიკეს

ფრანგულმა გამოცემებმა არგენტინის ნაკრების მეკარე, ემილიანო მარტინესი გააკრიტიკეს. L'Equipe-ი და Telefoot-ი „ალბისელესტეს“ ერთ-ერთი ლიდერის ჟესტებს გამოეხმაურნენ, რომლებითაც მან კილიან მბაპესა და ფრანგებს დასცინა.

Telefoot-ის მიხედვით, მარტინესი „ყველაზე საძულველი არგენტინელია“, მის ჟესტს კი, რომელიც „ოქროს ხელთათმანის“ მოგების შემდეგ გამოიყენა, „შეურაცხმყოფელი" უწოდა. L'Equipe-მა მარტინესი „პროვოკაციების სპეციალისტად“ და „ბუნებით პროვოკატორად“ მოიხსენია.

ემილიანოს შესახებ საკუთარი პოზიცია ფრანგმა კონგრესმენმა, კარლ ოლივემაც დააფიქსირა. ამ უკანასკნელმა ფიფას მიმართა და განაცხადა, რომ ემილიანოს ქმედებების გამო, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მას ჯილდოები უნდა ჩამოართვას.

შეგახსენებთ, რომ დღეს, მარტინესი ადილ რამიმაც გააკრიტიკა და განაცხადა: „ემილიანო მარტინესი მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე დიდი გან****ია და ყველაზე საძულველი ადამიანია. ოქროს ხელთათმანი მას არ უნდა მოეგო. ტურნირის საუკეთესო მეკარე ცალსახად მაროკოელი ბონო იყო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA-ს რეიტინგი - არგენტინა მაინც ვერ გალიდერდა, საქართველო უცვლელადაა
FIFA-ს რეიტინგი - არგენტინა მაინც ვერ გალიდერდა, საქართველო უცვლელადაა