აგუერო: “მესიმ დაამტკიცა, რომ რონალდუზე უკეთესია“
Aa
Aa

აგუერო: “მესიმ დაამტკიცა, რომ რონალდუზე უკეთესია“

მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი კამათობდა, თუ ვინ იყო საუკეთესო ლეო მესი თუ კრიშტიანუ რონალდუ. მეტწილად არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით ქომაგთა დიდი არმია გადაიბირა.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი არგენტინელი თვლის, რომ უკეთესი მესია. გამონაკლისი არც მისი თანამემამულე სერხიო აგუეროა, რომელმაც განაცხადა:

„ვფიქრობ, რომ ახლა მესის საუკეთესოობაში ეჭვი აღარავის ეპარება. პირადად მე, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდეც არ მეპარებოდა ეჭვი და ახლა ხომ საერთოდ. კრიშტიანუს დიდებული კარიერა ჰქონდა და საოცარი სპორტსმენია, მაგრამ ლეო აშკარად იყო და არის საუკეთესო.“

შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუერომ კარიერა მიმდინარე წლის დასაწყისში გულის პრობლემების გამო დაასრულა. მისი უკანასკნელი კლუბი კი კატალონიის „ბარსელონა“ იყო. ყოფილმა ფეხბურთელმა თავი „ელ კლასიკოში“ გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიბუ მარტინესმა მითხრა, შუაში დამერტყა“ - დიბალამ პენალტების სერიაზე ისაუბრა
„დიბუ მარტინესმა მითხრა, შუაში დამერტყა“ - დიბალამ პენალტების სერიაზე ისაუბრა