ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია - საფრანგეთმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა
Aa
Aa

ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია - საფრანგეთმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს საფრანგეთი და არგენტინა უპირისპირდებიან. დიდიე დეშამს ნახევარფინალშიც და ფინალის წინაც შემადგენლობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის პრობლემები ჰქონდა.

მაროკოს წინააღმდეგ, რაბიომ და უპამეკანომ ვერ ითამაშეს. მცირე დაზიანება მიიღო ჩუამენიმ. ვირუსი ჰქონდა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს და აქედან გამომდინარე, გაჩნდა საშიშროება, რომ „მამლები“ ფინალში შესუსტებული შემადგენლობით ითამაშებდნენ.

დღეს, გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’EQUIPE წერს, რომ ბოლო ვარჯიშზე აბსოლუტურად ყველა ფრანგმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა და ყველანაირი პრობლემა მოგვარდა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და საფრანგეთის ფინალური დაპირისპირება 18 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდინიო: მესი საფრანგეთს გაანადგურებს, ეჭვი არ მეპარება
რონალდინიო: მესი საფრანგეთს გაანადგურებს, ეჭვი არ მეპარება