ბაიერნი, მანუელ ნოიერი, დომინიკ ლივაკოვიჩი
Aa
Aa

კარგი თამაში დაუფასდა - ლივაკოვიჩთან მოლაპარაკებას ბაიერნი აწარმოებს

მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენა ხორვატიის ნაკრების კარის დარაჯი დომინიკ ლივაკოვიჩი გახლავთ. 27 წლის მეკარის კარგი თამაში ევროპულ გრანდებს არ გამოჰპარვიათ და მისი შეძენით არც მეტი, არც ნაკლები მიუნხენის „ბაიერნი“ ინტერესდება.

გავლენიანი გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ „რეკორდმაისტერსა“ და ლივაკოვიჩს შორის მოლაპარაკება დაწყებულია. მიუნხენური კლუბი „დინამო“ ზაგრების მეკარეს მანუელ ნოიერის შემცვლელად განიხილავს.

მოგეხსენებათ, „მანუ“ ახლა 36 წლის არის. რამდენიმე დღის წინ კი თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა და მიმდინარე სეზონი მისთვის დასრულდა. მომავალ სეზონში კი როგორ ფიზიკურ ფორმაში დაბრუნდება არავინ იცის. აქედან გამომდინარე, „ბაიერნმა“ მომავალზე ზრუნვა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ლივაკოვიჩმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მუნდიალის მერვედფინალში და მეოთხედფინალში. დომონიკმა იაპონიის წინააღმდეგ 3 პენალტი მოიგერია, ხორვატია შემდეგ ეტაპზე გაიყვანა და თვითონ ისტორიაში შევიდა.

27 წლის მეკარე, მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში გახდა მესამე, რომელმაც ერთ შეხვედრაში 3 თერთმეტმეტრიანის მოგერიება შეძლო. აქამდე მსგავსი რამ რიკარდომ 2006 წელს ინგლისის წინააღმდეგ გააკეთა, ხოლო 2018 წელს ასევე ხორვატმა სუბაშიჩმა დანიასთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდო: “არგენტინა დიდ ფეხბურთს ვერ თამაშობს“
რონალდო: “არგენტინა დიდ ფეხბურთს ვერ თამაშობს“