რიშარლისონი, კატარი 2022
Aa
Aa

„ეს მარცხი ჯოჯოხეთივით მტკივნეულია“ - რიშარლისონი სელესაოს ფიასკოზე

კატარი 2022-ის მუნდიალს ბრაზილიის ნაკრები 1/4-ფინალში დაემშვიდობა, „სელესაო“ პენალტების სერიაში ხორვატიასთან დამარცხდა. მძიმე მარცხის შემდეგ ბრაზილიელთა ფორვარდმა რიშარლისონმა Instagram-ში ემოციური პოსტი დაწერა:

„ამ ტექსტის დაწერა ყველაზე მძიმე რამეა, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია. რაც მოხდა, ჯოჯოხეთივით მტკივნეულია. ეს ჭრილობაა, რომელიც სამუდამოდ ღია რჩება, რადგან ვიცით, რომ ტიტულის მოგების შანსები გვქონდა.

ვითარება უკეთსობისკენ არ წავა, თუ ვიტყვი, რომ ყველაფერი გავაკეთეთ. რამდენადაცაა ეს სიმართლე, ამდენადვე გაბრაზებული ვარ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლობელი ადამიანი დავკარგეთ. მე და ჩემმა მეგობრებმა უნდა ვიცხოვროთ იმისთვის, რომ ასეთი შანსი კიდევ გვექნება, თუმცა შესაძლოა ზოგიერთმა ეს შანსი ვეღარ მიიღოს.

იარები უნდა მოვიშუშოთ, ყველა თქვენგანს ბოდიში მოგიხადოთ და წინ გავიხედოთ. სინამდვილი არის ის, რომ ფეხბურთი, რომელმაც ყველაფერი მომცა და რომელმაც ჩემი სიცოცხლე არაერთხელ იხსნა, გუშინ ყველაზე ძლიერი დარტყმა მომაყენა, რაც კი ოდესმე მიმიღია“.

25 წლის რიშარლისონმა კატარის მუნდიალი ბრწყინვალედ დაიწყო, სერბეთს დუბლი შეუსრულა. განსაკუთრებით ლამაზი მისი მეორე გოლი იყო. მერვედფინალში სამხრეთ კორეასთან შეხვედრაში გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. ხორვატიასთან სასტარტოში ითამაშა, თუმცა გოლი არ გაუტანია და ტიტემ 84-ე წუთზე შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვისაც არ უყვარს მესი, მას არ უყვარს ფეხბურთი“ - ვალდანო და ძანეტი ლეოზე
„ვისაც არ უყვარს მესი, მას არ უყვარს ფეხბურთი“ - ვალდანო და ძანეტი ლეოზე