ლიონელ მესი, ხრისტო სტოიჩკოვი
Aa
Aa

სტოიჩკოვი: „არგენტინა უკეთესი გახდა, პორტუგალია ლიდერის გარეშე დარჩა“

ლეგენდარულმა ბულგარელმა ფეხბურთელმა, ხრისტო სტოიჩკოვმა კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა. სტოიჩკოვმა მუნდიალის მთავარი იმედგაცრუებები დაასახელა და არგენტინის ნაკრები შეაქო.

„არის თუ არა ბრაზილია ყველაზე დიდი იმედგაცრუება? რა თქმა უნდა! იმ შემადგენლობის გათვალისწინებით, რომელიც სელესაოს ჰყავდა, ეს უდიდესი კრახია. იმავეს ვერ ვიტყოდი ესპანეთზე, რადგან ჩემი აზრით, ეს ხელიდან გაშვებული შანსი უფრო იყო. გერმანია? გერმანია კიდევ ერთი იმედგაცრუება იყო. მათ ისე ითამაშეს, როგორც თამაშობენ ხოლმე: ცუდი ასპარეზობა და მოგება, თუმცა საკმარისი რაოდენობის ქულები ვერ დააგროვეს. გერმანიის ნაკრებში არიან გიუნდოგანი, გნაბრი, მუსიალა, კიმიხი, მაგრამ მათ არ ჰყავთ კლინსმანი, ჰესლერი, მატეუსი, ბრემე... პორტუგალიას რაც შეეხება, საქმე კიდევ ერთ იმედგაცრუებასთან გვაქვს. პორტუგალია ლიდერის გარეშე დარჩა, როცა რონალდუ სათადარიგოთა სკამზე გადაიყვანეს.

არის თუ არა ეს მესის მსოფლიო ჩემპიონატი? ჩვენ ლეოს ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებთ, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ არგენტინის ნაკრები შეიცვალა და ეს პოზიტიური ცვლილებაა. რა თქმა უნდა, ალბისელესტე მესიზე კვლავინდებურადაა დამოკიდებული. როგორ არ უნდა იყოს?! მაგრამ, ადრე არგენტინელები მესის პასს აძლევდნენ და ჩერდებოდნენ, ახლა კი ვხედავ, რომ არის მომენტები, როცა ფეხბურთელები მესის გადაცემას განზრახ არ უკეთებენ, მეტს მოძრაობენ, კომბინირებენ და თავისუფალ ზონებს ხსნიან. ახლა ლეოს შეუძლია, დაისვენოს და უფრო მშვიდად იყოს“.

შეგახსენებთ, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იმყოფება, სადაც ხორვატიას დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, „ალბისელესტე“ საფრანგეთს ან მაროკოს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას ტაიმი და ნაპოლის მორიგი გამარჯვება, ამჯერად კრისტალ პალასთან
კვარას ტაიმი და ნაპოლის მორიგი გამარჯვება, ამჯერად კრისტალ პალასთან