კრიშტიანუ რონალდუ, მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: “რონალდუს დარჩენა მინდოდა“

კრიშტიანუ რონალდუმ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ სკანდალურად დატოვა ეს ახალი არავისთვის არის. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა პირს მორგანთან ინტერვიუ განაცხადა, რომ ერიკ ტენ ჰაგი და კლუბი მას პატივს არ სცემდა.

ამასთან დაკავშირებით, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ღიად პირველად ისაუბრა. მის სიტყვებს BBC აჟღერებს.

რა თქვა ტენ ჰაგმა?

„კლუბი ასეთ ინტერვიუს ვერასდროს მიიღებს. რონალდუმ კარგად იცოდა რა შედეგები მოყვებოდა ამას. იცით? რონალდუს ჩემთვის არასდროს უთქვამს, რომ წასვლა უნდოდა. ზაფხულში ვისაუბრეთ. კრისი მოვიდა და მითხრა, რომ 7 დღეში მეტყოდა მისი გადაწყვეტილების შესახებ. 1 კვირა გავიდა. დამირეკა და მეუბნება: „ვრჩები.“

ზოგადად, მიყვარს უმაღლესი დონის ფეხბურთელებთან მუშაობა, რადგან მათ ნებისმიერ მატჩში გარდატეხის შეტანა შეუძლიათ. პირველი მომენტიდან დღემდე, კრიშტიანუს დარჩენა მინდოდა. ყველაფერი გავაკეთე, რომ დარჩენილიყო, რადგან მის გამოცდილებას დიდ პატივს ვცემ. გვინდოდა, რომ რონალდუ „იუნაიტედის“ ახალი პროექტის ნაწილი ყოფილიყო.“

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის რონალდუ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე იმყოფება, სადაც მისი პრობლემები გრძელდება. ფერნანდუ სანტუშმა ის შვეიცარიის წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე დატოვა, რამაც პრობლემები გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანი ფეხბურთელი მეოთხედფინალში, მაროკოს წინააღმდეგაც სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალვეში: “ნეიმარი 2026-ში ითამაშებს“
ალვეში: “ნეიმარი 2026-ში ითამაშებს“