გავი, კატარი 2022
Aa
Aa

გავი: ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა

გავის თქმით, ესპანეთის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზეა ორიენტირებული.

„იაპონიასთან მატჩი ჩვენთვის მომავლისთვის გაკვეთილი უნდა იყოს. საბედნიეროდ, ამ დამარცხებას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ჩვენ ნამდვილად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ.

ჯერ კიდევ მიზანზე ვართ ორიენტირებულები - მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე. ჩვენ ამას მივაღწევთ იმით, რომ დავრჩეთ იმის ერთგული, რასაც ვაკეთებთ ამ წლების განმავლობაში. შეცდომა იქნებოდა ყველაფერი დაგვეთმო, რისიც ახლა გვჯერა.

თქვენ დაშვებულ შეცდომებს ყურადღება უნდა მიაქციოთ, გამოასწოროთ ისინი და წინ წახვიდეთ, საკუთარი თავის უფრო მეტად რწმენით, ვიდრე ოდესმე. ყველა თამაშში ყველაფერს გავაკეთებთ“,

- განაცხადა გავიმ.

6 დეკემბერს ესპანეთის ნაკრები 1/8 ფინალში მაროკოს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის მიერ ესპანელთა კარში გატანილმა გოლმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ბევრი დღემდე ამ ბურთს უსამართლოდ ჩათვლილად მიიჩნევს.

საბოლოოდ, FIFA-მ ვითარების განსამუხტად და ყველაფრისთვის ნათელის მოსაფენად ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც განმარტებაც დაურთო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუნდიალზე აღარ იმსაჯებს - დანიელ ზიპერტი დაისაჯა
მუნდიალზე აღარ იმსაჯებს - დანიელ ზიპერტი დაისაჯა