მარსელო ბიელსა
Aa
Aa

ურუგვაის ნაკრები შესაძლოა მარსელო ბიელსამ ჩაიბაროს

ურუგვაის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ჯგუფში ჩარჩენით დაასრულა. „ლა სელესტეს“ შემადგენლობიდან გამომდინარე მეტი მოეთხოვებოდა და ქომაგებსაც მეტის იმედი ჰქონდათ.

კატარის დატოვების შემდეგ, უკვე არის საუბრები, რომ ურუგვაის მალე ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. დიეგო ალონსოს ნაკრებთან კონტრაქტი დაუსრულდა და დიდი შანსია მას ხელშეკრულება აღარ გაუგრძელონ. ახალ მთავარ მწვრთნელად კი Tyc Sports-ის ცნობით, მარსელო ბიელსა მოიაზრება.

„ელ ლოკო“, რომელიც თებერვალში „ლიდსიდან“ დათხოვნის შემდეგ უმუშევარია, „ლა სელესტეს“ ჩაბარების ნომერ პირველ კანდიდატად ითვლება.

თუ, ინფორმაცია დადასტურდება, ეს მარსელო ბიელსასთვის მე-3 ეროვნული ნაკრები იქნება. აქამდე ის არგენტინასა (1998–2004) და ჩილეს (2007–2011) ხელმძღვანელობდა.

ბოლო კვირების განმავლობაში, მარსელო ბიელსა მოლაპარაკებებს ევროპაში აწარმოებდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ქვეყნიდან ჰქონდა შემოთავაზება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განელი ფეხბურთელი: „თუ ჩვენ ვერ გავდიოდით, ურუგვაიც ვერ უნდა გასულიყო“
განელი ფეხბურთელი: „თუ ჩვენ ვერ გავდიოდით, ურუგვაიც ვერ უნდა გასულიყო“