რობერტ ლევანდოვსკი, კატარი 2022
Aa
Aa

„სახალისო იყო“ - ლევანდოვსკიმ მესისთან საუბრის დეტალები გაამხილა

რობერტ ლევანდოვსკიმ არგენტინასთან მატჩის შემდეგ, ლეო მესისთან მცირე საუბრის დეტალებზე ისაუბრა და პრესას უთხრა, თუ რა უთხრა მან „ლა პულგას“.

„ცოტა ვისაუბრეთ, სახალისო იყო. მესის ვუთხარი, რომ ის ჩვეულებრივზე მეტად თამაშობდა დაცვაში, მაგრამ ხანდახან გუნდისთვის ასეც არის საჭირო.

ჩემი თამაშიც ძალიან უცნაური იყო. მოედნის ცენტრში ვიდექი და ვიცავდი. მაგრამ ვიცოდი, რომ გუნდს დახმარება სჭირდებოდა. მატჩის ბოლო 10 წუთის განმავლობაში ვიცოდით, რომ ყვითელი ბარათის მიღება შესაძლოა ჯგუფში ჩარჩენად დაგვჯდომოდა. როცა საუდის არაბეთმა გაიტანა ვიგრძენით, რომ იღბალი ჩვენს მხარეს იყო“.

როგორც მოგეხსენებათ, ლეო მესიმ ლევანდოვსკისთან საუბრის დეტალების გამხელაზე უარი თქვა და მოკლედ კომენტარი გააკეთა:

„არაფერი მომხდარა. ის ესპანურად არ საუბრობს. მე მასწავლეს, რომ ყველაფერი, რაც მოედანზე ხდება, მოედანზევე რჩება, რაც ხდება გასახდელში, რჩება გასახდელში“.

- ამბობს მესი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მჯერა, რომ დიეგო ბედნიერი იქნებოდა“ - მესიმ მარადონას რეკორდი დაამხო
„მჯერა, რომ დიეგო ბედნიერი იქნებოდა“ - მესიმ მარადონას რეკორდი დაამხო