რომან დოლიძე, კაილ დაუკაუსი
Aa
Aa

ყვრიმალისა და ორბიტალური ძვლის მოტეხილობა - დოლიძის ექს-მეტოქე მიღებულ ტრავმებზე

UFC-ის ქართველი მებრძოლის, რომან დოლიძის ყოფილმა მეტოქემ, კაილ დაუკაუსმა, რომელმაც ამ უქმეებზე უნდა იჩხუბოს, დოლიძესთან გამართულ ორთაბრძოლაში მიღებულ ტრავმებზე დეტალურად ისაუბრა. რომანმა იგი ბრუტალური ნოკაუტით დაამარცხა და დაუკაუსმა სერიოზული დაზიანებები მიიღო.

„ყვრიმალის ძვალი ორ ადგილას მოვიტეხე და ორბიტალური ძვალიც მოტეხილი მქონდა. ბრძოლის შემდეგ, ღამის 12 საათამდე საავადმყოფოში ვიყავი, დილით კი ჩემს სახლში დავბრუნდი. ფილადელფიაში მდებარე ჰოსპიტალს ვესტუმრე და იმ ექიმთან მივედი, რომელმაც ადრე ქირურგიული ჩარევა ჩამიტარა და მან სხვა ექიმი მირჩია.

ოპერაცია იმ ექიმთან გავიკეთე, რომელმაც ქირურგიული ჩარევა NBA-ის კალათბურთელს, ჯოელ ემბიდს ჩაუტარა. ყვრიმალის ძვალთან მეტალის ფირფიტა ჩამისვეს, ხოლო თვალის ბუდეში - ქირურგიული ბადე. რომანთან გამართული ბრძოლა წარსულში დავტოვე და ახლა მოახლოებულ ჩხუბზე ვარ ორიენტირებული".

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძეს ოქტაგონზე მალე ვიხილავთ. თბილისის დროით, 4 დეკემბერს, იგი საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-8 ადგილზე მყოფ ჯეკ ჰერმანსონს დაუპირისპირდება. ჰერმანსონი გამოცდილი მებრძოლია. მას კარიერაში 30-ჯერ უჩხუბია, UFC-ში კი 2016 წლიდან ასპარეზობს. ჰერმანსონს ისეთი მეტოქეები ჰყოლია, როგორებიც ჯარედ კანონიერი, კელვინ გასტელამი, მარვინ ვეტორი, შონ სტრიკლენდი და კრის კურტისი არიან.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუთგეიტი: “უელსის სული ჩაქრა“
საუთგეიტი: “უელსის სული ჩაქრა“