ჩემპიონთა ლიგა: ტენერიფემ გაიმარჯვა, შერმადინი ყველაზე შედეგიანი იყო
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ლენოვო „ტენერიფემ“ „ბნეი ჰერცლიას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 83:63 დაამარცხა. აღნიშნული დაპირისპირება გამორჩეული გიორგი შერმადინისთვის იყო.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა. პარკეტზე კი 20 წუთი და 11 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში შერმადინმა 18 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. ამ რაოდენობის ქულები არცერთ სხვა კალათბურთელს არ ჰქონდა. შერმადინი ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა.
გიორგისთან მიახლოებული შედეგი ბრაზილიელმა ჰუერტასმა დააფიქსირა, რომელმაც 22 წუთში 16 ქულას, 2 მოხსნას და 9 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
ამ გამარჯვების შემდეგ, ვიდორეტას გუნდს 7 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში გალიდერდა. ჩემპიონთა ლიგაზე, „ტენერიფე“ შემდეგ მატჩს 14 დეკემბერს, შინ „პერისტერის“ წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 23:30-დან დაიწყება.
El #LenovoTenerife se deshace con claridad del subcampeón israelí
— Lenovo Tenerife (@CB1939Canarias) November 29, 2022
Tercera alegría aurinegra en la #BasketballCL
???????? #VamosCanarias #LenovoTenerife #ContigoTieneSentido pic.twitter.com/RSAWZvhRPZ