ზიდანის პრესკონფერენცია - კლასიკო,
Aa
Aa

ზიდანის პრესკონფერენცია - კლასიკო, "მანჩესტერი" და პრობლემები

ელ კლასიკოში დამარცხების შემდეგ, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

" "ბარსელონასთან" წაგების მიზეზებზე ფიქრს აზრი არ აქვს. ამის მიხვედრა ძალიან მარტივია. ჩვენ, პირველი ტაიმი კატასტროფულად დავიწყეთ. გუნდი მოდუნებული იყო და სტარტზევე ორი გოლი გავუშვით. დამეთანხმებით, რომ ამხელა სხვაობის აღმოფხვრა იოლი არ არის, თუმცა "რეალმა" ეს მოახერხა. მთლიანობაში ცუდად არ გვითამაშია, უამრავი მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლად მხოლოდ ორი მათგანი ვაქციეთ", - ამბობს ზიდანი.

"მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ამდენი მომენტის გამოუყენებლობა არ შეიძლება. გასაგებია, რომ "ბარსამაც" ბევრი შანსი გაუშვა ხელიდან, მაგრამ ეს ჩვენი პრობლემა არ არის. ჩემთვის მთავარი საკუთარი გუნდზე საუბარი და პრობლემების მოგვარებაა. "რეალმა“ აჩვენა როგორც კარგი, ასევე ცუდი თამაშიც".

"მადლობა გულშემატკივრებს, მათი მხარდაჭერა საოცარი იყო. ქომაგობას 10-იდან 10 ქულით შევაფასებდი".

"გუნდი მუშაობას აგრძელებს. ვერ ვიტყვი, რომ ზედიზედ სამი მატჩის წაგება კარგია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ „რეალმა“ 8 აგვისტოსთვის სრულფასოვანი ფეხბურთი ითამაშოს. ამ ეტაპზე, ჩვენთვის მთავარი საზრუნავი სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედი" და ევროპის სუპერ თასია". - დაასრულა ზიდანმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები