ლიონელ მესი, კანელო ალვარესი, სესკ ფაბრეგასი
Aa
Aa

ფაბრეგასმა კანელოს უპასუხა: „წარმოდგენა არ გაქვს, გასახდელში რა ხდება“

„ბარსელონასა“ და „არსენალის“ ყოფილი ფეხბურთელი, სესკ ფაბრეგასი კანელო ალვარესის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ლიონელ მესის უკავშირდება. ფაბრეგასმა მექსიკელი მოკრივე გააკრიტიკა და თქვა, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, გასახდელებში რა ხდება.

„ადამიანს არ იცნობ და წარმოდგენა არ გაქვს, გასახდელი როგორ მუშაობს და მატჩის შემდეგ რა ხდება. ყველა მაისური, მათ შორის ისინიც, რომლებიც ჩვენ გვეცვა, იატაკზე იყრება, რის შემდეგაც მათ რეცხავენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა მნიშვნელოვან გამარჯვებას ზეიმობ“.

რა თქვა კანელომ

„ნახეთ, ჩვენი დროშითა და ნაკრების მაისურით მესიმ იატაკი რომ მოწმინდა? ურჩევნია ილოცოს, რომ არ ვიპოვო. როგორც მე ვცემ პატივს არგენტინას, ისე უნდა სცეს მან მექსიკას პატივი. მთელ არგენტინაზე არ ვლაპარაკობ, საუბარი მაქვს იმ სისულელეზე, რაც მესიმ გააკეთა. მაისური ძირს ეგდო და ეს უკვე უპატივცემულობაა“, - დაწერა „ტვიტერზე“ კანელომ.

საინტერესოა, რომ კანელოს პოსტმა როგორც არგენტინელების, ისე მექსიკელების გაკვირვება გამოიწვია. არგენტინელი გულშემატკივრების თქმით, „ლა პულგა“ ბუცებს იხდიდა და მაისურისთვის ფეხის მირტყმა არა წინასწარ განზრახული, არამედ ბუნებრივი მოქმედება გახლდათ, მექსიკელმა ქომაგებმა კი დასძინეს, რომ ლეო ერთ-ერთი ყველაზე თავმდაბალი ადამიანია და არასდროს არავინ დაუმცირებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ იქნება ბელგიის ნაკრების მემკვიდრე - საქართველო, ნორვეგია, უკრაინა და სხვები
ვინ იქნება ბელგიის ნაკრების მემკვიდრე - საქართველო, ნორვეგია, უკრაინა და სხვები