ბუდუს ტრანსფერი
ბუდუს ტრანსფერი
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
უარი ალ ნასრის
უარი ალ ნასრის
კონატე დინამოში
კონატე დინამოში
გეგუჩაძე ზარანდიაზე
გეგუჩაძე ზარანდიაზე
ბუნდესლიგა დაბრუნდა
ბუნდესლიგა დაბრუნდა
კვარას მიღწევა
კვარას მიღწევა
გულიაშვილის ტრანსფერი
გულიაშვილის ტრანსფერი
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
კუტალიას გოლი
კუტალიას გოლი
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
სად წავა ბუდუ?
სად წავა ბუდუ?
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
ცვლილებები ბათუმში
ცვლილებები ბათუმში
ფელიქსი ჩელსიში
ფელიქსი ჩელსიში
სპალეტის შეფასება
სპალეტის შეფასება
ლივერპულმა ახალი სატრანსფერო ბაზრები უნდა აითვისოს - ეს კვარამ და მუნდიალმა დაამტკიცეს
Aa Aa
28 ნოემბერი 2022  |  10:47

ლივერპულმა ახალი სატრანსფერო ბაზრები უნდა აითვისოს - ეს კვარამ და მუნდიალმა დაამტკიცეს

Liverpool.com-ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელშიც აცხადებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია და კატარში მიმდინარე მუნდიალი ამტკიცებენ, რომ „ლივერპულს“ ახალი სატრანსფერო ბაზრები აქვს გამოსაკვლევი. Liverpool.com-ის მიხედვით, მერსისაიდელები ფეხბურთის სამყაროს განვითარებას არ უნდა ჩამორჩნენ და მიმდინარე მოვლენებს ფეხი უნდა აუწყონ.

„ფეხბურთი რეგულარულად იცვლება და ვითარდება. ის კლუბები, რომლებიც ცვლილებებზე ყველაზე სწრაფად რეაგირებენ და ადაპტაციას გადიან, უდიდეს წარმატებას აღწევენ. დეკადის დასაწყისში, ლივერპული სატრანსფერო ბაზრის პიონერი გახდა, მონაცემებზე ორიენტირებული პოლიტიკა გაატარა და შექმნა გუნდი, რომელმაც ყველა ტიტული მოიგო, თუმცა ბოლო წლებში, მერსისაიდელთა სატრანსფერო დრაივი შენელდა. ლივერპული თავისი წარმატების მსხვერპლი გახდა და მათ ბევრმა კლუბმა მიბაძა, რის გამოც, წითლებს მოუწევთ, ადაპტაცია ხელახლა მოახდინონ და განვითარდნენ.

ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა ახალი სატრანსფერო ბაზრების გამოკვლევა და ათვისებაა, რომელთა დახმარებითაც, შესაძლოა, ლივერპულმა უცნობი მარგალიტები აღმოაჩინოს. მსოფლიო ჩემპიონატი ამის იდეალური მაგალითია. ტურნირის ერთ-ერთი სიურპრიზი ეკვადორის ნაკრები გახდა. მათ გარდა, იაპონია, მაროკო და კოსტა რიკაც უნდა გამოვარჩიოთ.

ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ ვითარება შეიცვალა და მაღალი დონის მოთამაშეების პოვნა საფეხბურთო სამყაროში არც თუ ისე სახელგანთქმულ ქვეყნებშიცაა შესაძლებელი. დღესდღეობით, აღზევების გზაზე მყოფ ფეხბურთელებს შორის საუკეთესოები, როგორებიც ერლინგ ჰოლანდი, ალფონსო დევისი ან ხვიჩა კვარაცხელია არიან, წარმოადგენენ ქვეყნებს, რომლებიც საფეხბურთო სამყაროში „გიგანტის“ სტატუსით ნამდვილად არ სარგებლობენ.

ლივერპულმა ადაპტაცია უნდა გაიაროს. არის შანსი, სამხრეთ ამერიკის, აზიის ან პატარა ევროპული ქვეყნების ჩემპიონატების გამოკვლევა წითლებს არა მხოლოდ დაუფასებელი, არამედ ხელმისაწვდომი ვარსკვლავების აღმოჩენაში დაეხმაროს, რომლებიც შესაძლოა, იურგენ კლოპმა მომდევნო ჰოლანდად, დევისად ან კვარაცხელიად აქციოს“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ იტალიური პრესის ცნობით, კვარაცხელია გუნდს დღეს შეუერთდება და თურქეთში ჩანიშნული მოსამზადებელი ტურნესთვის მოემზადება.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
ადამა კვარას შემცვლელად? - ნაპოლი თავის დაზღვევას აპირებს
ადამა კვარას შემცვლელად? - ნაპოლი თავის დაზღვევას აპირებს