სერბეთის ფეხბურთელთა ნაკრები, დრაგან სტოიკოვიჩი
Aa
Aa

სტოიკოვიჩი: ბრაზილიასთან წაგება სირცხვილი არ არის

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის დასკვნით მატჩში ბრაზილია სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და რიშარლისონის დუბლით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დრაგან სტოიკოვიჩმა განვლილი მატჩი შეაფასა.

 

რა თქვა სტოიკოვიჩმა:

 

 

კატარში ბევრი პრობლემით ჩამოვედით, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გამოგვაკლდა. ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენ არ ვართ ბრაზილია, რომლის მოსახლეობაც 200 მილიონია, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ.

 

 

მეორე ტაიმში თამაშის ინტენსივობა ძალიან მაღალი იყო. მეტოქეს ბევრი თავისუფალი სივრცე დავუტოვეთ და ფეხბურთელები ძალიან დაიღალნენ. უნდა გავიგო, რატომ მოხდა ასე.

 

 

პირველ ტაიმში თამაშში ვიყავით, რასაც მატჩის მეორე ნახევარზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. ახლა უნდა მოვემზადოთ, რომ მომდევნო თამაშებში უკეთ გამოვიდეთ. თუმცა, დანამდვილებით გეტყვით, რომ ბრაზილიის ნაკრებთან წაგება სირცხვილი არ არის.

 

სერბეთის ნაკრები G ჯგუფში მომდევნო შეხვედრას განას წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 28 ნოემბერს, საქართველოს დროით 14:00 საათზე დაიწყება.

ბრაზილია 2:0 სერბეთი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რიშარლისონი: მსგავსი გოლი ვარჯიშზეც გავიტანე, უფრო მეტი მინდა
რიშარლისონი: მსგავსი გოლი ვარჯიშზეც გავიტანე, უფრო მეტი მინდა