რიშარლისონი, ბრაზილიის ნაკრები
Aa
Aa

რიშარლისონი: მსგავსი გოლი ვარჯიშზეც გავიტანე, უფრო მეტი მინდა

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის დასკვნით მატჩში ბრაზილია სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და რიშარლისონის დუბლით 2:0 დაამარცხა. ბრაზილიელ ფეხბურთელს განსაკუთრებულად ეფექტური მეორე გოლი გამოუვიდა, როდესაც ვინისიუსის პასის შემდეგ მეტოქის კარში ბურთი აკრობატული დარტყმით გადაგზავნა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ 25 წლის თავდამსხმელმა განვლილი მატჩი შეაფასა და ემოციები ვერ დამალა.

რა თქვა რიშარლისონმა:

მსგავსი გოლი უკვე გატანილი მაქვს იტალიაში, საწვრთნელ შეკრებაზე. ჯერ ვარჯიშზე გავიტანე, ახლა კი თამაშში. ჰაერში დარტყმის შესაძლებლობა ვიგრძენი და საბოლოოდ ლამაზადაც შევასრულე. კიდევ მინდა გატანა.

ჩემს თანაგუნდელებს უნდა ვუმადლოდე. ვთქვი, რომ გოლის გასატანად მხოლოდ ბურთის მიღება მჭირდებოდა და მივიღე კიდეც.

პირველი ტურის შემდეგ მუნდიალის G ჯგუფში ბრაზილიას 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ბურთების უკეთესი შეფარდებით ლიდერობს. ტიტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 ნოემბერს, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც ჯგუფში ასევე 3 ქულა აქვს და ბრაზილიას 1 გატანილი გოლით ჩამორჩება.

ბრაზილია 2:0 სერბეთი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეიმარის ტრავმა - ბრაზილიის ნაკრების ექიმის განცხადება
ნეიმარის ტრავმა - ბრაზილიის ნაკრების ექიმის განცხადება