გერმანია, ბასტიან შვაინშტაიგერი
Aa
Aa

“შეხედეთ რა ქნეს ზიულემ და გორეცკამ“ - შვაინშტაიგერი ძალიან გაბრაზდა

მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი სენსაცია დაფიქსირდა. გერმანიის ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდა და ყველასთვის მოულოდნელად 1:2 დამარცხდა. არგენტინის მსგავსად, ბუნდეს ნაკრებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო და მეორე ნახევარში ორი უპასუხო გოლი გაუშვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა ბასტიან შვაინშტაიგერმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა შვაინშტაიგერმა?

„ძალიან გთხოვთ, ახლა ყურადღება გორეცკას და ზიულეს საქციელს მიაქციეთ. ნიკლასი მცველია და როდესაც მას მოწინააღმდეგე უახლოვდება საჯარიმოში შესვლის საშუალება არ უნდა მისცეს. ასე ნაკლები ხიფათი შეიქმნება. ზიულემ მიტომას საჯარიმოში შესვლის და პასის გაკეთების საშუალება მისცა. გორეცკა არც კი გარბის და შემდეგ ჩერდება.

ეს არ მომწონს. ეს არ არის კარგი. ეს ძალიან ცუდია. ფეხბურთელების მოქმედება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ისეთი მცველი, როგორიც ზიულეა ასეთი თამაში არ ეკადრება. მან კლასიკური და სერიოზული შეცდომა დაუშვა.“

შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში ესპანეთის და კოსტა რიკის ნაკრებები ასპარეზობენ. ამ წაგების შემდეგ, გერმანიას 0 ქულა აქვს და ჯგუფიდან გასვლისთვის მძიმე ბრძოლა მოუწევს. მეორე ტურში ბუნდეს ნაკრები „ფურია როხას“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 27 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენრიკე: “კატარში 7 მატჩი უნდა ჩავატაროთ“
ენრიკე: “კატარში 7 მატჩი უნდა ჩავატაროთ“