„ერთ-ერთი ყველაზე ბნელი დღე იყო“ - უელსის თავკაცის ასისტენტი საქართველოსთან მარცხზე
Aa
Aa

„ერთ-ერთი ყველაზე ბნელი დღე იყო“ - უელსის თავკაცის ასისტენტი საქართველოსთან მარცხზე

უელსური რაგბის ლეგენდამ და „დრაკონების" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ნილ ჯენკინსმა საქართველოსთან განცდილ მარცხზე ისაუბრა. ჯენკინსმა განაცხადა, რომ ეს „დრაკონების“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბნელი დღე იყო და გუნდის მიზანია, იგივე ვითარებაში აღარასდროს აღმოჩნდეს.

„სიმართლეს ვიტყვი და ვაღიარებ, რომ ეს ძალიან რთულია. მსუბუქად რომ ვთქვათ, ეს მარცხი იმედგამაცრუებელი იყო. ეს ერთ-ერთი ყველაზე ბნელი დღე გახლდათ და მომავალზე უნდა ვიფიქროთ. კიდევ ერთი ტესტ მატჩი გველის და მნიშვნელოვანია, ჩვენი შესაძლებლობები წარმოვაჩინოთ.

არავის უნდა, რომ იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. საჭიროა, ყველანი გავერთიანდეთ, რაც ვფიქრობ, უკვე გავაკეთეთ, და შაბათს ღირსეულად ვითამაშოთ. დასამალი ადგილი აღარ გვაქვს. საჭიროა, ავსტრალიასთან მატჩისთვის მზად ვიყოთ. ის შეხვედრა საშინელება იყო და როგორც უელსელს, ძალიან მინდა, ჩემი ნაკრები ყველა მატჩს იგებდეს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა უელსი 13:12 დაამარცხა. „დრაკონებთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, „ბორჯღალოსნები“ რეიტინგში 1 საფეხურით დაწინაურდნენ და მე-13 ადგილზე გადავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქონებრივი დეკლარაცია - ლიონელ მესი
ქონებრივი დეკლარაცია - ლიონელ მესი