არგენტინის ნაკრები, საუდის არაბეთის ნაკრები
Aa
Aa

საუდის არაბეთის მწვრთნელი: ჩემი ფეხბურთელები გმირები არიან

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, C ჯგუფის პირველ მატჩში საუდის არაბეთი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, არგენტინის ნაკრებს შეხვდა და სენსაციურად, 2:1 დაამარცხა.

საგულისხმოა, რომ საუდის არაბეთის ფეხბურთელებმა პირველი ნახევარი 0:1 წააგეს, მეორე ტაიმის სტარტზე კი ორი გოლის გატანა შეძლეს და თამაში შემოატრიალეს, რომელიც საბოლოოდ გამარჯვებამდეც მიიყვანეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საუდის არაბეთის ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა, ჰერვი რენარდმა განვლილი მატჩი შეაფასა და თავისი ფეხბურთელები შეაქო.

რა თქვა რენარდმა:

მთელი თამაშის განმავლობაში გვქონდა ტაქტიკა, რომლის მიხედვითაც მაღალ დაცვას ვთამაშობდით, მაგრამ დაბლაც სწრაფად ჩამოვდიოდით. პირველ ნახევარში ძირითადად თამაშგარის ზღვარზე ვთამაშობდით. განსაკუთრებულ ყურადღებას დაცვას ვაქცევდით და შანსებს ველოდებოდით. პირველ ნახევარში ჩვენმა ორმა თავდამსხმელმა საკმარისად არ შეაწუხა მეტოქის მცველები. შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ სწორად თამაშობდნენ, მეორე ნახევრიდან კი მათ ისე დაიწყეს თამაში, რაც უფრო მეტ განსხვავებას ქმნის.

საუდის არაბეთს მუნდიალზე მომდევნო მატჩი 26 ნოემბერს, პოლონეთის ნაკრებთან ელის. შეხვედრა საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩი, რომელიც ისტორიას დარჩება - უცხოური პრესის გამოხმაურება არგენტინის მარცხზე
მატჩი, რომელიც ისტორიას დარჩება - უცხოური პრესის გამოხმაურება არგენტინის მარცხზე