ლიონელ სკალონი
Aa
Aa

სკალონი: „თავი უნდა ავწიოთ და წინსვლა გავაგრძელოთ“

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ საუდის არაბეთთან განცდილ ფიასკოზე ისაუბრა. „ალბისელესტეს“ თავკაცმა განაცხადა, რომ მის გუნდს სევდიანი დღე უდგას, თუმცა არ უნდა დანებდეს და ბრძოლა გააგრძელოს.

„ვიცოდით, საუდის არაბეთი რა სათამაშო სქემით ასპარეზობდა. მატჩისთვის ისე მოვემზადეთ, რომ მათ მაღლა აწეულ დაცვის ხაზს გავმკლავებოდით და თამაშგარე მდგომარეობა მილიმეტრებმა გადაწყვიტა. ახლა სხვა ვარიანტი არ გვაქვს. თავი უნდა ავწიოთ და წინსვლა განვაგრძოთ. ამაზე მეტი ანალიზი საჭირო არაა. დღეს სევდიანი დღე გვაქვს, მაგრამ თავი უნდა ავწიოთ და წინ ვიაროთ.

ვფიქრობ, პირველი ტაიმი ჩვენი იყო, მაგრამ გოლს ყველაფრის შეცვლა შეუძლია. მათ მიერ გატანილი ბურთების ანალიზს მოგვიანებით, მშვიდ განწყობაზე მყოფი გავაკეთებთ. სამწუხაროდ, დავმარცხდით, მაგრამ წინ ორი შეხვედრა გვაქვს. ვიბრძოლებთ და შევეცდებით, გავიმარჯვოთ".

შეგახსენებთ, რომ სკალონის გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 ნოემბერს, მექსიკის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება. საუდის არაბეთი კი ამავე დღეს, ჩვენი დროით 17:00 საათზე პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უდიდესი სენსაცია - არგენტინა მუნდიალს საუდის არაბეთთან მარცხით იწყებს
უდიდესი სენსაცია - არგენტინა მუნდიალს საუდის არაბეთთან მარცხით იწყებს