ლიონელ მესი, არგენტინა
Aa
Aa

მესი: “ეს ჩემი ოცნების ასრულების ბოლო შანსია“

მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინა დიდ ყურადღებას იწვევს. „ალბისელესტესთან“ ერთად გულშემატკივრების ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი ლეო მესია. რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიონელს გარკვეული სახის ტკივილები აწუხებს და შესაძლოა საუდის არაბეთთან არ ითამაშოს.

ამასთან დაკავშირებით, მესიმ საუდის არაბეთთან გამართულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

რა თქვა მესიმ?

„არანაირი პრობლემა არ მაქვს. გავრცელდა ჭორები, რომ კუნთებზე პრობლემა მაქვს და იმაზე მეტს ვისვენებ, ვიდრე სხვები. არა, ეს უბრალოდ ვარჯიშის ნაწილი და მცირე სიფრთხილეა. თავს კარგად ვგრძნობ. ამაში არაფერი უცნაური და უჩვეულო არ არის.

არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. მე უბრალოდ ჩემს თავზე ვზრუნავ. მე ახლაც ისე ვმუშაობ, როგორც ჩემი მთელი კარიერის განმავლობაში. ვფიქრობ, ახლა განსაკუთრებული მომენტი მიდგას. კარიერაში სავარაუდოდ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს ვთამაშობ. ეს ჩემი ოცნების ახდენის ბოლო შესაძლებლობაა.“

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში საუდის არაბეთთან, მექსიკასთან და პოლონეთთან ერთად მოხვდა. „ალბისელესტე“ მუნდიალზე პირველ შეხვედრას საუდის არაბეთთან გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 22 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 14:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ყველა მშვიდად არის“ - დეშამი ავსტრალიასთან მატჩის წინ
“ყველა მშვიდად არის“ - დეშამი ავსტრალიასთან მატჩის წინ