ვალენსია, გიორგი შერმადინი, ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 19 ქულა - ტენერიფემ ვალენსიას მოუგო

ესპანეთის ACB ლიგის მორიგ ტურში ლენოვო "ტენერიფემ" "ვალენსიას" უმასპინძლა და დამაჯერებლად 94:78 დაამარცხა. მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და პირველი სამი მეოთხედი მათი გამარჯვებით დასრულდა.

სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა გიორგი შერმადინი, რომელსაც კარგი მატჩი ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე ჯამში 24 წუთი და 40 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 19 ქულას, 8 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

გიორგიზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მის თანაგუნდელს ხაიმე ფერნანდესს ჰქონდა, რომელმაც პარკეტზე არასრული 28 წუთი გაატარა. ესპანელმა კალათბურთელმა 22 ქულა, 3 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, ვიდორეტას გუნდს 14 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა "ბარსელონას", რომელიც მეორე ადგილზე იმყოფება, "ტენერიფეზე" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. შემდეგ ტურში, ქართველი კალათბურთელის გუნდი "ბრეოგანს" ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 26 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები