რობერტო მარტინესი, კატარი 2022
Aa
Aa

მარტინესი: ოქროს თაობა თასს იმსახურებს და კატარში ამისთვის მივდივართ

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა მისი გუნდის სამუნდიალო შანსებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ოქროს თაობასთან“ ერთად ჩემპიონობას უმიზნებს.

„ბოლო რამდენიმე ტურნირზე მივიღეთ მონაწილეობა, ერთა ლიგის ფინალში გავედით. ევრო 2020-ზე მათ ხუთიდან ოთხი მატჩი მოიგეს და მომავალ მსოფლიო ჩემპიონთან დამარცხდნენ.

ბელგია უკვე ოთხი წელია ფიფას რეიტინგის სათავეშია. და ეს მხოლოდ 11 მილიონი მოსახლეობით!

თაობა ფასდება არა მხოლოდ ტიტულების არსებობით ან არარსებობით. ჩვენი ფეხბურთელების სტაბილურობა და თავდადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო მომავალი 20-30 წლის განმავლობაში მემკვიდრეობის უზრუნველსაყოფად. ეს ფუნდამენტური რამ არის.

ეს თაობა იმსახურებს ტიტულს და ჩვენ კატარში ამისთვის მივდივართ. მაგრამ მათი მემკვიდრეობა უკვე უდაოა, თასით თუ მის გარეშე“,

- განაცხადა ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

ბელგია კატარის მუნდიალზე

რობერტო მარტინესმა „წითელი ეშმაკების“ საბოლოო სია დაასახელა, რომელიც ასე გამოიყურება:

მეკარეები: ტიბო კურტუა, სიმონ მინოლე, კენ კასტელი.

მცველები: იან ვერტონგენი, ლეანდერ დენდონკერი, ტობი ალდერვეირელდი, ზენო დებასტი, ასტურ ტეატი, ვუტ ფაესი.

ნახევარმცველები: ჰანს ვანაკენი, აქსელ ვიტსელი, იური ტილემანსი, ამადუ ონანა, კევინ დე ბრუინი, იანიკ კარასკო, ტორგან აზარი, ტიმოთი კასტანიე, ტომას მუნიე.

თავდამსხმელები: რომელუ ლუკაკუ, მიჩი ბატჩუაი, ლუის ოპენდა, შარლ დე კეტელარი, ედენ აზარი, ჟერემი დოკუ, დრის მერტენსი, ლეანდრო ტროსარი.

ბელგიელები ჯგუფში კანადასთან, მაროკოსთან და ხორვატიასთან ერთად ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაძე ხვიჩაზე: „მილანს მისი შეძენა ვურჩიე, შეუძლია, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს“
კალაძე ხვიჩაზე: „მილანს მისი შეძენა ვურჩიე, შეუძლია, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს“