სანდრო მამუკელაშვილი, მილოუკი ბაქსი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 5 ქულა - მილოუკიმ კლივლენდთან მოიგო

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სანდრო მამუკელაშვილის „მილოუკი ბაქსიმ“ მომდევნო შეხვედრა საკუთარ არენაზე, „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ გამართა და 15 ქულის სხვაობით, 113:98 გაიმარჯვა.

პირველ ტაიმში კლივლენდის კალათბურთელებმა მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და შესვენებაზე 1-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ, თუმცა მეორე ნახევრიდან სათამაშო უპირატესობა მთლიანად მილოუკიმ გადაიბარა და საბოლოოდ, შეხვედრაც გამარჯვებამდე მიიყვანა.

მასპინძელთა შემადგენლობაში 07:34 წუთი ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც გუშინ G ლიგაში, „ვისკონსინ ჰერდის“ შეხვედრაში გაიბრწყინა. იმის მიუხედავად, რომ „მამუს“ მცირე დრო დაეთმო, ქართველმა კალათბურთელმა შედეგიანი სროლა მაინც მოასწრო. ამ დროში მამუკელაშვილმა 1 ორქულიანი და 3 საჯარიმო ჩააგო და შეხვედრა 5 ქულით დაასრულა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ბრუკ ლოპესი გახდა, რომელმაც 30:20 წუთში 29 ქულა, 5 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკი მიითვალა, იანის ანტეტოკუნმპომ კი ორმაგი დუბლი შემოგვთავაზა: 16 ქულა, 12 მოხსნა, 8 ასისტი.

„მილოუკი ბაქსი“ NBA-ში მომდევნო შეხვედრას 18 ნოემბერს, სტუმრად ფილადელფიასთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მილოუკიმ ატლანტასთანაც წააგო - მამუკელაშვილმა წუთნახევარი ითამაშა
მილოუკიმ ატლანტასთანაც წააგო - მამუკელაშვილმა წუთნახევარი ითამაშა