შოთა არველაძე, რონალდინიო, დიეგო მარადონა
Aa
Aa

არველაძის დუბლი ლეგენდების მატჩში - მარადონას ხსოვნას პატივი მიაგეს

We play for peace-ს ორგანიზებით დღეს რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ საქველმოქმედო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც კანიჯასთან,  სტოიჩკოვთან, კლოზესთან, მხითარიანთან, რონალდინიოსთან და სხვა უდიდეს ფეხბურთელებთან შოთა არველაძემ ითამაშა. ასევე აღნიშნული დაპირისპირება დიეგო მარადონას ხსოვნას ეძღვნებოდა.

საინტერესო ის გახლავთ, რომ ქართველმა ყოფილმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა. ცნობისთვის, ტაიმები 25 წუთს გაგრძელდა. არველაძემ ანგარიში გახსნა, ხოლო შემდეგ მაშინ გაიტანა, როდესაც 2:1 იყო. პირველი ტაიმი „თეთრებმა“ 3:2 მოიგეს.

მეორე ნახევარში მინდორზე ვორონინი გამოჩნდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და „ცისფერებმა“ მატჩი 4:3 მოიგეს. ცნობისთვის, გუნდები თეთრი და ცისფერი სახელწოდებით თამაშობდნენ და არველაძემ თეთრებში ითამაშა.

თეთრების შემადგენლობა:

რიკარდო, საბალეტა, ბურდისო, კანდელა, აბიდალი, მხითარიანი, რაკიტიჩი, რონალდინიო, სტოიჩკოვი, უგო ალმეიდა, არველაძე

ცვლილებაზე შევიდნენ: ვაიდენფელერი, მარადონა ჯუნიორი, დომინგესი, ვალეხო, გალანტე, ოსვალდო, ძუკულინი, ლეგროტალიე, ზე მარია, როდრიგესი

ცისფერების შემადგენლობა:

ფრაი, ბრუნო ალვეში, ფერარა, პეროტი, ძაკარდო, დი ბიაჯო, ინლერი, კლოზე, კანიჯა, დი ნატალე, იმობილე

ცვლილებაზე შევიდნენ: ჟორჟე ანდრადე, კუფრე, პერეირა, ვორონინი, კატალდი, ბენარივო, ძაკანი, კოლონესე

არველაძის პირველი გოლი

არველაძის მეორე გოლი

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 26 მარტს შოთა არველაძემ „რეინჯერსის“ 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ასაკის მიუხედავად საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველადროის საუკეთესო გოლეადორმა თავური დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაიტანა. აღნიშნულ შეხვედრაში ერთმანეთს, „რეინჯერსის“ და მსოფლიოს ლეგენდები შეხვდნენ, ლეგენდები ლუიშ ფიგუმ შეარჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეროვნული ნაკრების ვარჯიში და ლოჩოშვილის კომენტარი
ეროვნული ნაკრების ვარჯიში და ლოჩოშვილის კომენტარი