გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ვაისი: „მჯერა, ჩაკვეტაძის ტრავმა მძიმე არ იქნება, მაგრამ ვნახოთ“

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში ბრატისლავას „სლოვანმა“ შინ „რუჟომბეროკი“ 2:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში „სლოვანის“ ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე დაშავდა, ამ ეტაპზე ტრავმის სიმძიმე უცნობია. „ჩაკვესთან“ დაკავშირებით „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

„არ მინდა VAR-ის გადაწყვეტილება შევაფასო, მაგრამ ჩაკვეტაძის წინააღმდეგ უხეშად ითამაშეს, მას კანი 4 სანტიმეტრით „ჩაეხა“ და ჭრილობა ძვლამდე ჩავიდა. ამიტომ, ექიმების ჩარევა საჭირო იყო, მათ ჭრილობა „ამოუკერეს“. მჯერა, ჩაკვეტაძის ტრავმა მძიმე არ იქნება, მაგრამ ვნახოთ“.

შეგახსენებთ, ანგარიში მასპინძლებმა მეორე ნახევრის 48-ე წუთზე, რამირეზის გოლით გახსნეს. ზუსტად 5 წუთში, სტუმართა საჯარიმოში გიორგი ჩაკვეტაძის აქტიურობას თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, თუმცა სამწუხაროდ, 23 წლის ფეხბურთელს პენალტი ტრავმის ფასად დაუჯდა. ჩაკვეტაძემ მეკარესთან უსიამოვნო შეჯახების გამო მუხლის არეში ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, მისი მოპოვებული პენალტი კი ვლადიმირ ვაისმა გააფუჭა, თუმცა დამატებაზე შეძლო რუჟომბეროკის კარში მეორე გოლის გატანა.

საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს თბილისში შეიკრიბება, 15 ნოემბერს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება, 17 ნოემბერს კი ამხანაგურ შეხვედრას მაროკოსთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საშინელი შეჯახება - ჩაკვეტაძემ პენალტი მოიპოვა, თუმცა ტრავმის ფასად
საშინელი შეჯახება - ჩაკვეტაძემ პენალტი მოიპოვა, თუმცა ტრავმის ფასად