კუშუ ბაშო იწყება - ტოჩინოშინის პირველი მეტოქე ცნობილია
სუმოს სამყაროში 13 ნოემბერს კიუშუ ბაშო იწყება, სადაც მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ლევან გორგაძე მიიღებს. ტოჩინოშინი მე-8 მაეგაშირა იქნება. სუმოს ოფიციალურმა ვებ-საიტმა პირველი ორი დღის გრაფიკი გამოაქვეყნა.
კუშუ ბაშოს პირველ დღეს ქართველი სუმოისტი მე-9 მაეგაშირას ტაკანოშოს დაუპირისპირდება.
კუშუ ბაშოს მეორე დღეს ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე მიოგირიუ იქნება, რომელსაც კარიერაში არაერთხელ შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძეს ტაკანოშოსთან 6 დაპირისპირება აქვს გამართული და აქედან მხოლოდ ერთხელ მოახერხა გამარჯვება. აქედან გამომდინარე ქართველ სუმოისტს უარყოფითი ბალანსი აქვს.
რაც შეეხება მიოგირიუს, ის ტოჩინოშინს 32-ჯერ შეხვდა. ლევანმა 14-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო მიოგირიუმ 18-ჯერ. სამწუხაროდ, აქაც უარყოფითი ბალანსი. შეგახსენებთ, რომ კუშუ ბაშო 27 ნოემბერს დასრულდება.