ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

ბაიერნის პრეზიდენტი: ჩვენ და სიტის ჰოლანდის შეძენის ყველაზე კარგი შანსი გვქონდა

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კლუბი ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს იყო.

„ჰოლანდი მსოფლიოს ყველა ტოპ კლუბს აინტერესებს და ჩვენ გვქონდა საუკეთესო შანსი მანჩესტერ სიტისთან ერთად, რომ ის გადაგვებირებინა.

სხვა ტოპ კლუბებთან შედარებით, შეიძლება ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები გვქონდეს, მაგრამ ქულების მოპოვება ჩვენი ინდივიდუალობის წყალობით შეგვიძლია. ჩვენი ფეხბურთელები ხელფასს დროულად იღებენ და მათ ისე ექცევიან, როგორც ოჯახის წვერებს. ჩვენ ასევე ფეხბურთელებს ვთავაზობთ პერსპექტივებს, რადგან ეს ფეხბურთელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის“,

- განაცხადა ჰერბერტ ჰაინერმა Mediengruppe Bayern-თან ინტერვიუში.

ბაიერნმა ჰოლანდის გამო ლევანდოვსკის აწყენინა

„არ ვიცი ლევანდოვსკიმ ბაიერნში რამდენი გოლი გაიტანა და რამდენი ტიტული მოიგო. მე ნამდვილად ვწუხვარ მის გამო. ეს არის უპატივცემულობა“.

- ამბობს ერლინგ ჰოლანდი.

„ბაიერნი“ „დორტმუნდთან“ მოლაპარაკებებს ფარულად აწარმოებდა. ამის შესახებ ლევანდოვსკიმ არაფერი იცოდა და რამდენიმე თვეში პოლონელმა მის აგენტთან ერთად ყველაფერი გაიგო, რის შემდეგაც ფეხბურთელსა და კლუბს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

სწორედ ამ ამბების შემდეგ, ლევანდოვსკიმ კლუბის შეცვლა გადაწყვიტა, რადგან თავი უპატივცემულოდ იგრძნო და „ბარსელონასთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები მალევე შეათანხმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კლოპი მარცხენა მცველად, მე საყრდენად“ - პეპი გიჟურ კალენდარზე
“კლოპი მარცხენა მცველად, მე საყრდენად“ - პეპი გიჟურ კალენდარზე