კატარი 2022, გარეთ საუთგეიტი
Aa
Aa

საუთგეიტი ფეხბურთელებს: მუნდიალის დროს არ გამოიყენოთ სოციალური ქსელები

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას ფეხბურთელების სოციალურ ქსელებში აქტიურობის შესახებ ისაუბრა, რასაც მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რადგან ასეთი დიდი ტურნირების დროს, ქომაგების მხრიდან აგრესია იზრდება.

„მე ყოველთვის ვურჩევ ფეხბურთელებს, არ გამოიყენონ სოციალური ქსელები ხშირად. მაგრამ ეს არის სამყარო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. ისინი ახალგაზრდები არიან და ახალგაზრდები სოციალურ ქსელებში ცხოვრობენ.

ყველაფერი რიგზეა მანამ, სანამ მიდგომა რაციონალური რჩება და ამის გამო მოთამაშეების განწყობა არ უარესდება. მიუხედავად ამისა, მოზრდილებს უნდა მიეცეთ საშუალება მიიღონ ზრდასრულთა შესაფერისი გადაწყვეტილებები.

ჩვენთან მოვიდნენ სპეციალისტები, რომლებიც გაესაუბრნენ ფეხბურთელებს და აუხსნეს, რომ სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფის შესახებ ჩივილები ხელს უწყობს დამნაშავეების პოვნას. ჩვენ შეგვიძლია, რომ ამ საქმეში წვლილი შევიტანოთ.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა გააგრძელებს ზეწოლას სოციალურ ქსელებზე, რათა შეეცადონ ეს ყველაფერი მაქსიმალურად გააკონტროლონ“,

- განაცხადა გარეტ საუთგეიტმა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის შემდეგ, ინგლისის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელს სოცმედიაში შეურაცხყოფას აყენებდნენ და მათთვის ფსიქოლოგიურად ვითარება გაუსაძლისი გახდა. ბოლოს რამდენიმე მათგანმა სამართალდამცავებსაც მიმართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი რეკორდულად გაიზარდა
ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი რეკორდულად გაიზარდა