ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

„ტკივილს ისევ გრძნობს, ხვალ არ ითამაშებს“ - სპალეტიმ კვარაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ხვალ, „უდინეზეს“ წინააღმდეგ არ ითამაშებს. ინფორმაცია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა და განმარტა, რომ ქართველი ფეხბურთელი ზურგის არეში ტკივილს ამ დრომდე გრძნობს.

რა თქვა სპალეტიმ:

თავს მაინც ცუდად გრძნობს, ხვალინდელ მატჩში არ იქნება. ბოლო დღეებში ბაზაზე მოდიოდა, მაგრამ მხოლოდ თერაპიის კურსს გადიოდა. ყველანაირად ვეცადეთ, მაგრამ როდესაც სიჩქარეს უმატებს და კუნთების მუშაობის დინამიკაც იზრდება, ის ისევ ტკივილს გრძნობს. სამწუხაროა, რომ ხვალ დაგვაკლდება. ბოლო ორმა თამაშმა დაგვანახა, რომ გუნდი ვართ და არ ვართ ფეხბურთელზე დამოკიდებულნი. თუმცა, გვინდა, რომ კვარა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ ზურგის ტრავმის გამო კვარაცხელიამ სერია A-ს ბოლო ორ მატჩში ვერ ითამაშა: ჯერ 5 ნოემბერს, „ატალანტასთან“, რომელიც მისმა გუნდმა 1:2 მოიგო და 8 ნოემბერს „ემპოლისთან“, რომელიც ასევე „ნაპოლის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. თუმცა, დიდი შანსია ქართველი ვარსკვლავი შაბათს, „უდინეზეს“ წინააღმდეგ დაბრუნდეს.

აქვე გეტყვით, რომ ლუჩიანო სპალეტის გუნდი სერია A-ში 14 ტურის შემდეგ 38 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „მილანს“, რომელმაც გუშინდელ მატჩში „კრემონეზესთან“ ქულები დაკარგა, 8 ქულით უსწრებს. „ნაპოლისა“ და „უდინეზეს“ შეხვედრა კი შაბათს, 12 ნოემბერს საქართველოს დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემთვის, მისი მარადონასთან შედარება მკრეხელობაა“ - დელიო როსი კვარაზე
„ჩემთვის, მისი მარადონასთან შედარება მკრეხელობაა“ - დელიო როსი კვარაზე