ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა Top 10-ში - დრიბლინგებით ხვიჩა ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი საუკეთესოა

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მიმ ჯგუფურ ეტაპზე დრიბლინგების რაოდენობით ერთ-ერთი საუკეთესოა.

ცოტა ხნის წინ UEFA-ს ოფიციალურ Facebook-გვერდზე სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომელშიც ვიგებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს ჯგუფურ ეტაპზე 29 დრიბლინგი აქვს ზუსტად შესრულებული. ამ მაჩვენებლით ხვიჩა საუკეთესო ათეულში მე-5 ადგილზე იმყოფება.

21 წლის ფეხბურთელზე წინ რაფაელ ლეაოა, რომელმაც 33 დრიბლინგის შესრულება შეძლო, უფრო წინ კი ვინისიუს ჯუნიორი (36), კილიამ მბაპე (39) და უსმან დემბელე (39) არიან.

ამასთან, ხვიჩა ისეთ ვარსკვლავებს უსწრებს, როგორებიც არიან ნეიმარი და იანიკ კარასკო.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველმა შემტევმა „ნაპოლის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

აქვე გეტყვით, რომ ზურგის ტრავმის გამო კვარაცხელიამ სერია A-ს ბოლო ორ მატჩში ვერ ითამაშა: ჯერ 5 ნოემბერს, „ატალანტასთან“, რომელიც მისმა გუნდმა 1:2 მოიგო და 8 ნოემბერს „ემპოლისთან“, რომელიც ასევე „ნაპოლის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. თუმცა, დიდი შანსია ქართველი ვარსკვლავი შაბათს, „უდინეზეს“ წინააღმდეგ დაბრუნდეს.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი სერია A-ში 14 ტურის შემდეგ 38 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „მილანს“, რომელმაც გუშინდელ მატჩში „კრემონეზესთან“ ქულები დაკარგა, 8 ქულით უსწრებს. „ნაპოლისა“ და „უდინეზეს“ შეხვედრა კი შაბათს, 12 ნოემბერს საქართველოს დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დადებითი ნიშნები შეინიშნება“ - კვარამ შესაძლოა უდინეზესთან ითამაშოს
„დადებითი ნიშნები შეინიშნება“ - კვარამ შესაძლოა უდინეზესთან ითამაშოს