საბა ლობჟანიძე, ჰატაისპორი, ბაშაქშეჰირი
Aa
Aa

მე-2 საგოლე პასი მიმდინარე სეზონში - ლობჟანიძის კარგი მატჩი ბაშაქშეჰირთან

თურქეთის სუპერ ლიგის მორიგ ტურში „ჰატაისპორმა“ „ბაშაქშეჰირს“ უმასპინძლა. გულშემატკივრებმა მხიარული დაპირისპირება იხილეს, რომელიც 3:3 დასრულდა. გუნდებმა ქულები გაიყვეს.

საბა ლობჟანიძე მინდორზე 64-ე წუთზე გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში სახარბიელო სტატისტიკით ვერ დაიკვეხნის, თუმცა დღეს ნავსი გატეხა და საგოლე პასი გააკეთა.

ლობჟანიძე მატჩში აქტიურად ჩაერთო და შეტევაში საკმაოდ ნაყოფიერი იყო. 81-ე წუთზე, იმ დროს, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, საბამ ზე ლუისს გაატანინა და „ჰატაისპორი“ დაწინაურდა, თუმცა 91-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ქართველი შემტევის ანგარიშზე მხოლოდ ორი საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება „ჰატაისპორს“, სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-16 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონაში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ემპოლის მწვრთნელი: კვარას არყოფნა ჩვენთვის შვება არ იქნება
ემპოლის მწვრთნელი: კვარას არყოფნა ჩვენთვის შვება არ იქნება