შტურმი, ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

ტურის სიმბოლურში - “კიტეს“ კარგი თამაში დაუფასდა

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-15 ტურში „შტურმი“ „ალტახს“ ესტუმრა და ქულები დაკარგა. აღნიშნული დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა და მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო. მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელი მოედნიდან 71-ე წუთზე გაიყვანა.

ყველა ტურის დასრულების შემდეგ, SkySport Austria სიმბოლურ გუნდს აკეთებს. გამონაკლისი არც ახლანდელი შემთხვევაა. საინტერესო ის გახლავთ, რომ ავტორიტეტულმა გამოცემამ ტოპ 11-ში ოთარ კიტეიშვილი შეიყვანა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში „კიტე“ დიდი ხნის განმავლობაში ტრავმას ებრძოდა და ამის გამო საკმაოდ ცოტა მატჩში მიიღო მონაწილეობა. ოთარმა „შტურმის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 13-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუნდიალის შემდეგ დაბრუნდება? - ბოლო ცნობები ხვიჩას ჯანმრთელობაზე
მუნდიალის შემდეგ დაბრუნდება? - ბოლო ცნობები ხვიჩას ჯანმრთელობაზე