ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

ჩაკვეტაძის საგოლე პასი, სლოვანი პლეი-ოფშია - კიტეიშვილის შტურმი ჯგუფში ჩარჩა

ევროპა ლიგის დასკვნით მე-6 ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ დანიაში „მიდტიულანდთან“ 1:2 დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა.

„შტურმს“ ამ შეხვედრაში 1 ქულაც ჰყოფნიდა, რომ პლეი-ოფში მოხვედრილიყო, თუმცა სამწუხაროდ ვერ შეძლეს.

რაც შეეხება კიტეიშვილს, ქართველი ძირითადში იყო და მოედანზე 80 წუთი დაყო, აქტიურობდა და ერთი გაფრთხილებაც მიიღო.

რაც შეეხება კონფერენს ლიგას, ვლადიმირ ვაისის „სლოვანმა“ ლიეტუვაში „ჟალგირისს“ 2:1 მოუგო და პლეი-ოფში ითამაშებს.

სამივე ქართველი ძირითადში იმყოფებოდა - კაშიამ და კანკავამ 90-90 წუთი ითამაშეს. ჩაკვეტაძე კი დამატებულ მეორე წუთზე შეცვალეს.

„ჩაკვე“ აქტიური იყო და მოედანზე საუკეთესოც გახლდათ. პირველი საგოლე შეტევა მან წამოიწყო, მოგვიანებით კი საგოლე პასიც ჩაიწერა. გიოს ამის გამეორება კიდევ შეეძლო, თუმცა გუნდელებმა რამდენიმე კარგი პასი გაუფუჭეს.

89-ე წუთზე ჩაკვეტაძემ აქტიურობის შედეგად პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, თერთმეტმეტრიანი თავადვე შეასრულა, თუმცა პანენკას სტილში დარტყმული ხარიხას მოარტყა, დამატებაზე კი გატანილი მსაჯმა არ ჩაუთვალა, რადგან ძელიდან ასხლეტილ ბურთს თავადვე დაამატა და თამაშგარე დაფიქსირდა.


ამრიგად, „სლოვანმა“ ჯგუფში 11 ქულა მოაგროვა, „ბაზელს“ ურთიერთშეხვედრებით აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა.

ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდამ“ ევროპა ლიგაზე ბოლო შანსი ვერ გამოიყენა და „მონაკოსთან“ სტუმრად 1:4 დამარცხდა.

აზაროვი შეხვედრაში 85-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 1:3 იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არსაიდან გამოჩენილი მფრინავი გარემარბი“ - კვარა Sun-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
„არსაიდან გამოჩენილი მფრინავი გარემარბი“ - კვარა Sun-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა