ლივერპული, ნაპოლი, იურგენ კლოპი
Aa
Aa

კლოპი: “ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეუძლია გასვლა“

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „ლივერპული“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა კლოპმა?

„არ ვიცი ვინ არის მზად და ვინ არა. ექიმის პასუხს ველოდები. გარისკვა არ გვინდა. ორი აზრი არ არის, რომ „ნაპოლი“ დიდებულ ფეხბურთს თამაშობს და საოცარ ფორმაში იმყოფება. რა თქმა უნდა, გამარჯვება გვინდა, მაგრამ 4:0-ის მოგებაზე არ ვფიქრობთ. უბრალოდ გამარჯვება გვსურს. ძირითად შემადგენლობას ხვალ შევარჩევ. რევანშის აღებაზე არ ვფიქრობ. ჩვენთვის მთავარი ჯგუფიდან გასვლა იყო და ეს მოვახერხეთ.

ჩვენ ვხვდებით გუნდს, რომელიც ბრწყინვალედ თამაშობს კონტრ-შეტევებზე და დაცვაში ძალზედ საიმედოა. როგორი განწყობით ვხვდებით მატჩს? ამაზე მოგვიანებით ვიფიქრებ. როგორც ახლა „ნაპოლი“ თამაშობს, თავისუფლად შეუძლია ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა. არ ვიცი ისინი ჩვენ სტილს ბაძავენ თუ არა. სპალეტი გამოცდილი და დიდებული სპეციალისტია.”

შეგახსენებთ, რომ ჯგუფს 15 ქულით „ნაპოლი“ ლიდერობს, ხოლო „ლივერპულს“ 12 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება. იმისათვის, რომ მერსისაიდულმა გრანდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს, „პარტენოპეის“ 4 ბურთით დამარცხება სჭირდება. აღნიშნული დაპირისპირება 1 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

ასევე შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ნეაპოლში გაიმართა და მასპინძლებმა 4:1 გაიმარჯვეს. გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც საგოლე პასი გააკეთა და მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუნდიალის შემდეგ - უელსის ნაკრები სახელს შეიცვლის
მუნდიალის შემდეგ - უელსის ნაკრები სახელს შეიცვლის