ლა ლიგა, კარლო ანჩელოტი, მარკო ასენსიო
Aa
Aa

კარლო ანჩელოტი შესაძლოა 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი შესაძლოა 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.

საქმე ეხება ლა ლიგის გასულ ტურში, „რეალისა“ და „ჟირონას“ შეხვედრას, სადაც „სამეფო კლუბმა“ ქულები დაკარგა. 84-ე წუთზე, როდესაც ანჩელოტის გუნდი 1:0 იგებდა, მადრიდელთა საჯარიმოში მთავარმა მსაჯმა ასენსიოს მხრიდან ხელით თამაშის გამო 11-მეტრიანი დანიშნა, რაც მოგვიანებით VAR-ზე გადამოწმების შემდეგაც დაადასტურა. შედეგად, „ჟირონამ“ პენალტით ანგარიში გაათანაბრა და „რეალი“ ამ მატჩში 1 ქულას დასჯერდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „სამეფო კლუბის“ იტალიელმა დამრიგებელმა მატჩის მთავარი მსაჯი, მარიო მელერო მწვავედ გააკრიტიკა და ასენსიოს ეპიზოდს აბსურდული უწოდა, არბიტრების გადაწყვეტილება კი ყალბად შეაფასა. ანჩელოტი ამტკიცებდა, რომ ასენსიოს ბურთი ხელზე მკერდიდან ასხლეტის შემდეგ მოხვდა, ასეთ სიტუაციებში კი თერთმეტმეტრიანი არ ინიშნება.

64 წლის სპეციალისტის კრიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის და ტებასის უწყებამ ანჩელოტის მიმართ დისციპლინურ გადაცდომაზე მოკვლევა დაიწყო. ესპანური მედიის ინფორმაციით, „პაპა კარლოს“ 2-დან 4-მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება, საბოლოო გადაწყვეტილება კი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯარიმის არ გვეშინია“ - ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანი One Love სამკლავურს მაინც გაიკეთებს
„ჯარიმის არ გვეშინია“ - ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანი One Love სამკლავურს მაინც გაიკეთებს