ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია
Aa
Aa

“ხასიათი და მენტალიტეტი ვაჩვენეთ“ - კაშია და ვაისი მატჩის შემდეგ

კონფერენს ლიგაზე ბრატისლავის „სლოვანმა“ საკუთარ მოედანზე ერევნის „პიუნიკს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში გამათანაბრებელი გოლი გურამ კაშიამ გაიტანა, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა.

ეს მატჩი სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობის იყო. ამ მოგების შედეგად, ვლადიმირ ვაისის გუნდი ჯგუფში 8 ქულით „ბაზელთან“ ერთად ლიდერია. დღევანდელ მეტოქეს კი 2 ქულით გაასწრეს.

მატჩის შემდეგ, „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და დაცვის ლიდერმა გურამ კაშიამ პრესასთან განვლილი მატჩი შეაფასეს:

ვლადიმირ ვაისი:

„ცოტას თუ სჯეროდა, რომ სიტუაციის გამოსწორებას შევძლებდით, მაგრამ ჩვენს გუნდს აქვს ძალა. ერთი შეცდომის გამო კინაღამ მატჩი წავაგეთ.

კაშიამ გაიტანა და კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და დიდი დანამატია. ამ გოლმა გუნდს რწმენა დაუბრუნა და მეორეც მალე გავიტანეთ.

შეიძლებოდა წაგვეგო, მაგრამ მეტოქის შეცდომის გამო მოვიგეთ. ფეხბურთი ასეთია, ხდება ხოლმე. მთელი მატჩის განმავლობაში უკეთესები ვიყავით და მოგება დავიმსახურეთ“.

გურამ კაშია:

„დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ. 0:1-ის შემდეგ ხასიათი და მენტალიტეტი ვაჩვენეთ, რის შემდეგაც დაბრუნება შევძელით. ეს ყველაფერი ჩვენი გუნდის დონეზე მეტყველებს და იმაზე, თუ სად ვართ.

დაუმსახურებელი გოლი გავუშვით. ვფიქრობ, ჩვენს გუნდს ამ უცნაურ ჯგუფში ყველას დამარცხება შეუძლია. პლეი-ოფში მოხვედრასთან ახლოს ვართ, მხოლოდ ქულის მოპოვება გვაკლია. სლოვანს დიდებული მენტალიტეტი აქვს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შტურმის მწვრთნელი: კიტეიშვილს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია
შტურმის მწვრთნელი: კიტეიშვილს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია