ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

“ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს!“ - კიტეიშვილის ემოციური კომენტარი

ევროპის ლიგის მე-5 ტურში გრაცის „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე როტერდამის „ფეიენოორდს“ მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო და ეს 93-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის ჩინებული გოლის წყალობით შეძლო.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მატჩის შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა და ემოციურად ისაუბრა:

„როცა მოედანზე შევედი, ანგარიში 0:0 იყო და გოლი ბოლო წუთზე გავიტანე, უკეთეს დღეზე ვერც ვიოცნებებდი.

ბოლო თვეების განმავლობაში ტრავმების გამო ბევრი სირთულე გადავიტანე, ამ გოლმა კი სიხარული დამიბრუნა. ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს!“.

- ამბობს კიტეიშვილი.

კრისტიან ილცერი მატჩის შემდეგ

„შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა ქართველი შუახაზელის ხმაურიანი დაბრუნების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა:

„ეს გოლი იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში. კიტეიშვილს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, მე პირადად მის გამო ბედნიერი ვარ. ის ამ ყველაფრისთვის იბრძოდა, კონცენტრირებული იყო, ბოლომდე იხარჯებოდა. დღეს მან ამ ყველაფრისთვის ჯილდო მიიღო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FourFourTwo-ს ტოპ 10 ახალგაზრდა - კვარა საკაზე და კამავინგაზე წინაა
FourFourTwo-ს ტოპ 10 ახალგაზრდა - კვარა საკაზე და კამავინგაზე წინაა