ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

„ჯოკერი, რომელმაც შავები გადაარჩინა“ - რას წერენ უცხოურ პრესაში კიტეს გოლზე

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა, რომელიც მოედანზე ცვლილებაზე შევიდა და თავი 93-ე წუთზე გამოიჩინა. ავსტრიულ პრესაში „კიტეს“ გოლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ოთარს „ჯოკერი“ უწოდეს.

Sport.orf.at: „ოთარ კიტეიშვილმა გრაცელებს სენსაციური გამარჯვება მოუტანა და ფეიენოორდის კარი მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე აიღო. ორი ჯოკერის, ემეგასა და კიტეიშვილის მოედანზე გამოჩენის შემდეგ, შტურმის ქომაგებმა იგრძნეს, რომ სენსაცია შესაძლებელი იყო და თავიანთ ფეხბურთელებს ბიძგი მისცეს. 87-ე წუთზე, ემეგას გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა, რასაც ვერ ვიტყვით მეორე ჯოკერზე, რომელმაც მსაჯის მიერ დამატებულ დროში თავი გამოიჩინა. კიტეიშვილმა მეტოქის საჯარიმოში ბურთი მკერდით მიიღო და მიწაზე დაუშვებლად, მარჯვენა კუთხეში გადაგზავნა“.

Sky Sport Austria: „მეორე ტაიმში თამაში რადიკალურად შეიცვალა და მოედანზე კიტეიშვილი და ემეგა გამოვიდნენ, რომლებმაც გუნდს იმპულსი შესძინეს. 87-ე წუთზე, ემეგას გოლამდე სანტიმეტრები დააკლდა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი კიტეიშვილმა შავები გადაარჩინა“.

Krone: „შტურმის საშინაო არენაზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა იხილეს ბრძოლა, რომლის მონაწილეებიც ან ყველაფერს მიიღებდნენ ან არაფერს. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა და 93-ე წუთზე, შტორმმა უმაღლეს წერტილს მიაღწია. „მაგიურმა თაგვმა“ კიტეიშვილმა გრაცელები ოქროს გოლით აღაფრთოვანა“.

Nos: „მატჩის ბოლოს, ფეიენოორდს მომენტების შექმნა უჭირდა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ყველაფერი უარესისკენ წავიდა. შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა უმოწყალოდ დაარტყა და როტერტამელებს გლოვა დააწყებინა - 1:0“.

ცნობისთვის, კიტეიშვილის გოლი „ფეიენოორდისთვის“ ანტირეკორდი იყო. როტერდამულ კლუბს აქამდე უეფას თასზე და შემდეგ ევროპა ლიგაზე, ასე გვიან გაშვებული გოლით თამაში არასდროს წაუგია. სასიამოვნოა, რომ ეს კიტეიშვილის დარტყმის შემდეგ მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Bene Sport | ,,მოლაპარაკებების პროცესში ვართ, მაგრამ მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ“
Bene Sport | ,,მოლაპარაკებების პროცესში ვართ, მაგრამ მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ“