ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ერთი წელი ნაპოლის და კვარას ჩემპიონობიდან

2023 წლის 4 მაისი ნეაპოლელებისთვის დაუვიწყარი დღეა. ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც „ნაპოლიმ“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ, ნანატრი სკუდეტო მოიგო და ამის მთავარი შემოქმედი, რომ ქართველი ხვიჩა კვარაცხელია იყო, ეს მოგვიანებით, გათამაშების დასრულების შემდეგ კარგად გამოჩნდა, როდესაც ის სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ჩემპიონატის ოქროს მედლები „პარტენოპეიმ“ 33-ე ტურში, 4 მაისს, სტუმრად „უდინეზესთან„ (1:1) აღებული ქულით გაინაღდა, რის შემდეგაც თავდაპირველად ფეხბურთელებმა ნამდვილი ზეიმი „სტადიო ფრიულიზე“ მოაწყვეს, შემდეგ კი ნეაპოლში დაბრუნებულებს, მათ ქომაგებმა ჯადოსნური დახვედრა მოუწყვეს. შარშანდელი წელი კვარაცხელიასთვის კარიერაში საუკეთესო იყო. გარდა იმისა, რომ მან სერია A-ს სადებიუტო სეზონში 12 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, 10 საგოლე გადაცემით გათამაშების საუკეთესო ასისტენტიც გახდა.

საინტერესოა, რომ წელსაც ამ პერიოდში ნეაპოლელებს სწორედ უდინეში უწევთ სტუმრობა და ორშაბათს, 6 მაისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე 35-ე ტურის შეხვედრას სწორედ „სტადიო ფრიულიზე“ გამართავენ. თუმცა, წლევანდელი სეზონი „ნაპოლისთვის“ შარშანდელისგან რადიკალურად განსხვავებულია - კლუბს 34 თამაშის შემდეგ 50 ქულა აქვს, ზუსტად იმდენივე, რამდენიც შარშან პირველი წრის შემდეგ, ანუ 19 ტურში დააგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლიმ ახალი თავკაცი შეარჩია | მისი ვინაობა 29 მაისს გახდება ცნობილი
ნაპოლიმ ახალი თავკაცი შეარჩია | მისი ვინაობა 29 მაისს გახდება ცნობილი