იბერია 1999, გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი ლილუაშვილი
Aa
Aa

Bene Sport | ,,მოლაპარაკებების პროცესში ვართ, მაგრამ მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ“

ბოლო კვირის მანძილზე, ქართულ სატრანსფერო ბაზარზე, ყველაზე განხილვადი თემა საბურთალოსა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მარჯვენა მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის სამომავლო, ევროპული კარიერაა.

როგორც CrystalSport-ი აქამდეც გიყვებოდათ, კონკრეტული გუნდების მხრიდან ქართველი ტალანტის მიმართ დაინტერესება ნამდვილად არის და როგორც მოსალოდნელი იყო, ეს მართლაც ბოლო საფეხბურთო სეზონია, როდესაც მას საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, საბურთალოს ფორმით ვუყურებთ.

სატრანსფერო ჭორების ციებ-ცხელების დროს, ოპტიმალური ვარიანტი მაინც თავად ფეხბურთელის აგენტის მოსმენაა.

ირაკლი ლილუაშვილი (Bene Sport)

,,გულშემატკივრის დაინტერესება გვესმის და რა თქმა უნდა,  სასიამოვნოა, გიორგი გოჩოლეიშვილის მიმართ მსგავსი გრანდების ინტერესება კი  ასახავს იმას, რომ ქართულ ფეხბურთს ყოველთვის ჰყავდა და  დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელები მომავალშიც ეყოლება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ ნებისმიერი მოლაპარაკების პირველი წყარო გიორგის კლუბი, საბურთალო იქნება,  რომელთანაც მას მოქმედი ხელშეკრულება აკავშირებს, შემდგომ უკვე ფეხბურთელის სააგენტო - Bene Sport-ი. მსგავსი მანიპულაციები და ზედმეტი აჟიოტაჟი არც ფეხბურთელს და არც ქართველ გულშემატკივარს ნამდვილად არ არგებს. კლუბიც და სააგენტოც მხოლოდ და მხოლოდ, ფეხბურთელის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ.

გიდასტურებთ, რომ მოლაპარაკებების პროცესში ვართ, თუმცა მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ".

21 წლის გიორგი გოჩოლეიშვილი საბურთალოს აკადემიის აღზრდილია და ამავე კლუბის მთავარ შემადგენლობაში 2020 წლიდან გამოდის. ახალგაზრდა ფეხბურთელს თბილისური გუნდში 84 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 8 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.

Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელი 600 000 ევროდ არის შეფასებული, რაც საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-5 საუკეთესო მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარადონა და აღზევების გზაზე მყოფი ქართული ფეხბურთი - The New York Times-მა ხვიჩაზე დაწერა
კვარადონა და აღზევების გზაზე მყოფი ქართული ფეხბურთი - The New York Times-მა ხვიჩაზე დაწერა