ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ჩავი: მოდით სიმართლე ვთქვათ, მეტოქე ჩვენზე ბევრად უკეთესი იყო

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ მატჩი (0:3) შეაჯამა.

„მადლობა გულშემატკივრებს უპირობო მხარდაჭერისთვის. სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო. მადლიერები ვართ, ისინი პატივისცემას იმსახურებენ. მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩვენი თამაშით მათ მადლობა ვერ გადავუხადეთ.

მაგრამ მოდით, ჩემპიონთა ლიგას გადავუხვიოთ და სიმართლეს შევხედოთ.

დღეს წესიერად არ ვიბრძოლეთ, მეტოქის დონეს ვერ ვეგუებოდით. ბაიერნი ძალიან კარგი იყო, ჩვენზე ბევრად უკეთესი, ბევრად უფრო ინტენსიურად მოქმედებდნენ. დარწმუნებული ვარ, ტურნირიდან გამოვარდნამ, რომლის შესახებაც მატჩის წინ გავიგეთ, ჩვენ მდგომარეობაზე იმოქმედა.

ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით და ბევრი გარემოება შეგვხვდა. ეს იყო ძალიან სასტიკი კამპანია. მაგრამ დღეს ჩვენ უბრალოდ არ ვიბრძოლეთ. სხვა დღეებში კი, მაგრამ დღეს არა.

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა. სეზონი ოქტომბერში არ მთავრდება. ეს შედეგი გულდასაწყვეტია, მაგრამ სხვა ტიტულების მოგება შეგვიძლია.

მესმის, რომ წარუმატებლობაზე საუბრობენ, მაგრამ კლუბის შიგნით ამას სხვანაირად ვაფასებთ. ლიგიდან გამოვარდნა სასტიკი იყო, მაგრამ ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით“,

- განაცხადა ჩავიმ.

აქვე გეტყვით, რომ იულიან ნაგელსმანი ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ 4 მატჩი მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარადონა და აღზევების გზაზე მყოფი ქართული ფეხბურთი - The New York Times-მა ხვიჩაზე დაწერა
კვარადონა და აღზევების გზაზე მყოფი ქართული ფეხბურთი - The New York Times-მა ხვიჩაზე დაწერა