გიორგი ჩაკვეტაძე, სლოვანი
Aa
Aa

ჩაკვეტაძე: “მადლობა ვაისს, მის ნდობას და მხარდაჭერას ვგრძნობ“

კონფერენს ლიგის მორიგ ტურში „სლოვანი“ „პიუნიკს“ უპირისპირდება. მატჩის წინ, ბრატისლავური კლუბის ოფიციალურმა ვებ-საიტმა გიორგი ჩაკვეტაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

რა თქვა გიორგიმ?

„წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. ჯგუფიდან გასვლა თუ გვინდა აუცილებლად უნდა მოვიგოთ. სრულიად კონცენტრირებულები ვართ და პასუხისმგებლობით ვემზადებით. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ყოველდღიურად უკეთესი ვხდები. დიდი მადლობა მწვრთნელს ვლადიმირ ვაისს, რომელმაც შანსი მომცა „სლოვანში“ მეთამაშა. ის ძალიან მეხმარება და მის მხარდაჭერას და ნდობას ვგრძნობ.

გუნდელებს ახლა ბევრად უკეთესად ვიცნობ, ვიდრე 3-4 თვის წინ, როცა აქ ჩამოვედი. ყოველდღე ერთად ვვარჯიშობთ და უკვე ბევრი მატჩი ჩავატარეთ. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვიმსჯელო და დავინახო რას გააკეთებენ ჩემი გუნდელები. ნებისმიერ შემთხვევაში, ურთიერთქმედება გაცილებით უკეთეს გზაზეა.

ჩვენ შესანიშნავი გულშემატკივრები გვყავს, რომლებსაც ბრწყინვალე ატმოსფეროს შექმნა შეუძლიათ. შემიძლია მთელი გუნდის სახელით ვთქვა, რომ მათ მხარდაჭერას ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ ახლა სტადიონს შეავსებენ. გამარჯვება გვჭირდება და ტრიბუნიდან მიღებული ენერგია დაგვეხმარება. მოდით, ერთად გავაკეთოთ ეს.“

შეგახსენებთ, რომ „სლოვანს“ 4 ტურის შემდეგ ჯგუფში 5 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება. პირველ ადგილს 7 ქულით „ბაზელი“ იკავებს. მეორე ადგილზე 6 ქულით სწორედ „პიუნიკია“, ხოლო ცხრილის ბოლო საფეხურზე „ჟალგირისი“ მოგვევლინა 4 ქულით.

ასევე გეტყვით, გიორგი ჩაკვეტაძემ „სლოვანის“ შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მათი ტალანტი განსხვავებულია“ - ვაისმა ჩაკვესა და სხვა შემტევებზე ისაუბრა
„მათი ტალანტი განსხვავებულია“ - ვაისმა ჩაკვესა და სხვა შემტევებზე ისაუბრა