გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვეს მაგარი საგოლე გადაცემა - სლოვანმა მარტივად მოიგო

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში, ქართველების „სლოვანი“ „სკალიცას“ დაუპირისპირდა და „ფორტუნა ლიგას“ მიმდინარე სეზონში მე-10 გამარჯვება იზეიმა. ვლადიმირ ვაისის გუნდი ფავორიტი იყო და სასურველი შედეგის დაფიქსირება არ გასჭირვებია - 4:1.

„სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში 3 ქართველი ვიხილეთ. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ მატჩი სრულად ჩაატარეს, გიორგი ჩაკვეტაძე კი 82-ე წუთზე შეცვალეს. მოედნიდან გასვლამდე, „ჩაკვემ“ საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა და 58-ე წუთზე, ბრწყინვალე ასისტი გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ „სლოვანს“ 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. ვაისის გუნდი უშუალო მდევარს 7 ქულით უსწრებს და მომდევნო შეხვედრა 30 ოქტომბერს ელის. „სლოვანი“ საკუთარ კედლებში ბოლოადგილოსან „მიკულასს“ დაუპირისპირდება.

გეტყვით იმასაც, რომ „ჩაკვე“ ნელ-ნელა ფორმაში შედის. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო 4 შეხვედრაში 5 საგოლე გადაცემა მიითვალა და იმედი ვიქონიოთ, რომ ასე განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები