მადრიდის რეალი, ერლინგ ჰოლანდი, კარიმ ბენზემა, ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

პერესი: “ჰოლანდის გამოსყიდვა? ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი გვყავს

გუშინ, პარიზში ოქროს ბურთის რიგით 66-ე დაჯილდოება გაიმართა. ფეხბურთელისთვის, ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო ამჯერად კარიმ ბენზემამ მოიგო, რომელსაც საოცარი სეზონი ჰქონდა.

დაჯილდოების შემდეგ, ჟურნალისტებმა მბაპეს და ჰოლანდის თაობაზე ფლორენტინო პერესს რამდენიმე კითხვა დაუსვეს, რაზეც „რეალის“ პრეზიდენტმა უპასუხა:

„ჰოლანდის გამოსყიდვა? ამასთან დაკავშირებით, არანაირი იდეა არ მაქვს. გულწრფელად გეტყვით, ჩვენ ახლა მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელი გვყავს.  მბაპე? ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. ჩვენ ვინისიუსი და როდრიგო გვყავს. ისინი ორი საუკეთესო გარემარბები არიან.“

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა ზინედინ ზიდანის შემდეგ, გახდა პირველი ფრანგი ფეხბურთელი, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო. ასევე, ბენზემა არის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. ფრანგმა თავდამსხმელმა „ბალონ დორი“ 34 წლის და 302 დღის ასაკში მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლაჩარი და მატყუარა ხარ“ - თოფურიამ ბრაის მიტჩელს უპასუხა
„ლაჩარი და მატყუარა ხარ“ - თოფურიამ ბრაის მიტჩელს უპასუხა