ნაპოლი, ტორინო, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Sofascore - რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „ტორინოს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. „პარტენოპეიმ“ საკმაოდ მარტივი გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა.

მასპინძელთა გუნდიდან ორი გოლი ანგისას ანგარიშზეა, ხოლო ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

როგორც წესი, ყველა მატჩის შემდეგ, გავლენიანი გამოცემა Sofascore ფეხბურთელებს შეფასებებს უწერს. გამონაკლისი არც აღნიშნული დაპირისპირება გახდა.

მერეტი(6.8), დი ლორენცო(6.7), რაჰმანი(7.5), მინ-ჯაე კიმი(7.5), მარიო რუი(7.2), ლობოტკა (7.0), ანგისა(8.4), ზიელინსკი (6.7), კვარაცხელია(7.0), რასპადორი (6.7), პოლიტანო(7.2), ოლივერია(6.5), ნდომბელე(6.5), ელმასი(6.7), სიმეონე(6.4), ლოსანო(6.9).

ცნობისთვის, ამ ეტაპზე ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე მარკო არნაუტოვიჩია, მის ანგარიშზე 6 გოლია. ჩირო იმობილე და ხვიჩა კვარაცხელია 5-5 გოლით მეორე პოზიციას იკავებენ.

„ნაპოლიმ“ სერია ა-ს საწყის 8 ტურში 20 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა. მეორე პოზიციას „ატალანტა“ 17 ქულით იკავებს. „ფიორენტინასთან“ გამარჯვების შემთხვევაში „ატალანტა“ „ნაპოლის“ ქულით გაუთანაბრდება.

ასევე გეტყვით, სერია ა-ს მეცხრე ტურში „ნაპოლი“ ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ შეხვდება. აღნიშნული შეხვედრა 9 ოქტომბერს, „კრემონაში“ გაიმართება.,

ხვიჩას გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელიას მე-5 გოლი სერია ა-ში  - ნაპოლის გამარჯვება ტორინოსთან
კვარაცხელიას მე-5 გოლი სერია ა-ში - ნაპოლის გამარჯვება ტორინოსთან