გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ეპოქის შექმნა და კვალის დატოვება შეუძლია“ - AS-მა მამარდაზე დაწერა

გავლენიანი ესპანური გამოცემა, AS-ი „ვალენსიას“ ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატიას უძღვნის. AS-ის მიხედვით, „მამარდას“ შეუძლია, მესტალიაზე ეპოქა შექმნას და კლუბის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვოს.

„ვალენსიაში მეკარე ყოველთვის იყო პოზიცია, რომელსაც მისი მფლობელები დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ. 1980-იან და 90-იანი წლების დასაწყისში სემპერე უცვლელი გოლკიპერი იყო (3 სეზონის გამოკლებით, როცა კარში ოჩოტორენაც იდგა). 1990-იანი წლების შუა ნაწილში, იგი სუბისარეტამ ჩაანაცვლა, 90-იანი წლების ბოლოს კი ბასკი კანისარესმა შეცვალა. ამ უკანასკნელს რამდენიმე წლის განმავლობაში პალოპთან კონკურენცია ჰქონდა, თუმცა თავის პოზიციას ინარჩუნებდა, სანამ კუმანის გამო წასვლა არ მოუწია. საბოლოოდ, თითქმის 27 სეზონის განმავლობაში ვალენსიას კარს მხოლოდ 4 მეკარე იცავდა.

კანისარესის წასვლის შემდეგ, არ ყოფილა გოლკიპერი, რომელიც ორზე მეტი სეზონის განმავლობაში სასტარტო შემადგენლობის უკონკურენტო წევრი გახლდათ. ნეტუმ 2017-18 და 2018-19 წლების სეზონში 33 და 34 შეხვედრაში ითამაშა. დიეგო ალვეშმა 2014-15 წლების სეზონში 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2016-17 კი - 33-ში, თუმცა 2015-16 წლების სეზონი ტრავმის გამო გამოტოვა. მათ გარდა, იყვნენ, ჰილდებრანდი, რენანი, სეზარი, გუაიტა, სილესენი და ხაუმე. სილესენისა და ხაუმეს დუეტმა ყველაზე მეტი ითამაშა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში თავი ვერ დაიმკვიდრა.

ვალენსიას აქვს შანსი დაიბრუნოს ის, რაც ისტორიულად ჰქონდა და ჰყავდეს, პირველ ნომრიანი მაისურის გამოკვეთილი მფლობელი (მიუხედავად იმისა, რომ მის ზურგზე 25 ნომერს ვხედავთ). ამ შანსს გიორგი მამარდაშვილი ჰქვია, რომელიც გუშინ 22 წლის გახდა. საინტერესოა, რომ ვალენსიას ისტორიული ფიგურიდან ერთ-ერთი მას მიზნის მიღწევაში ეხმარება და ოჩოტორენა მასთან ყოველდღიურად მუშაობს. ვალენსიაში ყველა პირობაა იმისთვის, რათა ისტორია განმეორდეს. შარშან, გიორგიმ ყველაზე მეტი შეხვედრა ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ ვალენსიაში სათადარიგო გუნდში სათამაშოდ გადავიდა. სილესენმა 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ხაუმემ - 4-ში. გარდა ამისა, გატუზოს ფორმაციის გუნდში, იგი ნომერ პირველი გოლკიპერია და ამასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არ არსებობს. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მან 540 წუთი ითამაშა და გუნდში ერთადერთია, ვინც ეს გააკეთა. გიორგიმ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა, დასამახსოვრებელ პერფორმანსებს გვთავაზობს, რომლებიც მიგვანიშნებენ, რომ მას ღამურებში ეპოქის შექმნა და თავისი კვალის დატოვება შეუძლია.

სხვებისგან განსხვავებით, მამარდაშვილი ვალენსიას კარში 21 წლის ასაკში აღმოჩნდა. კლუბი მას მიენდო, ჯერ მისი კონტრაქტი გამოისყიდა, შემდეგ კი კონტრაქტი გაუხანგრძლივა და მისი გამოსასყიდი 100 მილიონი ევრო გახადა. ასე რომ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ვალენსიამ მეკარე გრძელი ვადით იპოვა და მამარდაშვილის განცხადებები ამის დასტურია: „მინდა, აქ ბევრი წლის განმავლობაში ვიყო და როგორც ფეხბურთელი, გავიზარდო. გუნდისა და ამ აღმაფრთოვანებელი პროექტის ნაწილად ყოფნა სასიამოვნო შეგრძნებაა. მინდა, ბევრი მატჩი ჩავატარო და ყოველდღიურად ვიმუშაო. მესტალია ყოველთვის განსაკუთრებულია“, - წერს AS-ი.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ექვსივე მატჩში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა და ორ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. „ვალენსიამ“ ექვს ტურში 9 ქულა დააგროვა და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განსხვავებული ხედვების გამო ჰალ სიტი არველაძეს დაემშვიდობა
განსხვავებული ხედვების გამო ჰალ სიტი არველაძეს დაემშვიდობა