რამაზ სვანაძე
Aa
Aa

გოლი საკამათო პენალტით - საქართველოს U21 ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ზედიზედ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და სამწუხაროდ მეორეც წააგო. რამაზ სვანაძის შეგირდები ამჯერად სტუმრად თურქეთს დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრას თურქ მსაჯთა ბრიგადა უძღვებოდა. პირველი ტაიმი საქართველომ ჩააგდო და უპირატესობა მასპინძელთა მხარეს იყო.

მატჩის 41-ე წუთზე „ჩვენებურების“ კარის მიმართულებით მეტად საკამათო პენალტი დაინიშნა. ბურთთან ბეუაზი მივიდა და თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. მეორე ნახევარში საქართველომ ოდნავ უკეთესად ითამაშა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა.

66-ე წუთზე თურქეთი 10 კაცით დარჩა. მსაჯმა მინდვრიდან კარატასი გააძევა. მიუხედავად სიმცირისა, სვანაძის შეგირდებმა ეს უპირატესობა ვერ გამოიყენეს დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები რამდენიმე დღის წინ ძალიან ძლიერ პორტუგალიას დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა. საქართველოს მხრიდან ერთადერთი გოლი გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანა.

მატჩში გასული ერთადერთი გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერის ყოფილი ფეხბურთელი: “ხვიჩა ძალიან ძლიერი მოთამაშეა“
ინტერის ყოფილი ფეხბურთელი: “ხვიჩა ძალიან ძლიერი მოთამაშეა“